ჯექსონ მარტინესმა “აკადემიკას” ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში გაუტანა (ვიდეო)

28 იანვარს, პორტუგალიის თასზე “პორტუმ” საკუთარ მოედანზე “აკადემიკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მასპინძელთა თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა.

იაპონია — კოლუმბია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კოლუმბიელთა თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

„პორტუში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.