“ინტერის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, შერდან შაქირის “ბაიერნში” დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.
“შაქირი არსად არ წავა. ვთვლით, რომ მას “ინტერში” დიდი მომავალი აქვს. სეზონის მსველობისას არის მომენტები, როცა სათამაშო ფორმა ოპტიმალური ვე რიქნება, თუმცა ამ დროს შანსი სხვებს უჩნდებათ.
შაქირის ბოლომდე ვენდობით, ის ჩვენი მოთამაშეა. შეხვედრებს ის მარტო ვერ მოიგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მან გუნდი სეზონის მსველობისას გამოიცვალა, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მოთამაშეზე” – განაცხადა მანჩინიმ.
მიმდინარე სეზონში შაქირიმ იტალიის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი მილანალებმა “ბაიერნიდან” იჯარის წესით დაიამტეს და ზაფხულში მის გამოსყიდვას 16 მილიონად აპირებენ.