ოფიციალურად: თბილისის “ლოკომოტივს” სამი ახალწვეული ჰყავს

თბილისის “ლოკომოტივს” სამი ახალწვეული ჰყავს. კლუბთან კონტრაქტი გიორგი გოროზიამლევან ქურდაძემ და ლაშა გვალიამ გააფორმა. გოროზიასა და ქურდაძის ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია, გვალიასთან კი ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კლუბი გულვერდ თომაშვილმა დატოვა, რომელიც კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს.

ნორვეგიული “სტაბეკის” ყოფილი წევრი, გიორგი გოროზია თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

2014 წელს, იგი “სტაბეკში” სწორედ “ლოკომოტივიდან” გადავიდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი, გოროზიამ აზერბაიჯანულ “ზირაში” გაატარა, სადაც 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. “ზირამ” ჩემპიონატი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

 რაც შეეხება “სტაბეკს”: გოროზიამ ნორვეგიული კლუბის მაისურით 53 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

“ლოკომოტივის” მაისურით, გოროზიას 54 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. გიორგი იყო საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრი. 2012 წელს, ვასილ მაისურაძის ხელმძღვანლობით, აღნიშნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.

საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, გოროზიას 6-6 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლევან ქურდაძე

26 წლის ცენტრალური მცველი “ლოკომოტივში” “გაგრადან” გადავიდა. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, “გაგრას” სწორედ ქურდაძე კაპიტნობდა. აღნიშნული კლუბის შემადგენლობაში, მან 43 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

ქურდაძე სხვადასხვა დროს ლანჩხუთის “გურიაში”, “ცხინვალსა” და “ზუგდიდში” თამაშობდა, პრეფესიონალური კარიერა კი 2010 წელს, თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო.

ქურდაძე “ლოკოს” შემადგენლობაში 44-ე ნომრით იასპარეზებს.

ლაშა გვალია

25 წლის ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა ფოთის “კოლხეთი 1913”-ში დაიწყო. აღნიშნული კლუბის მაისურით, მან 2010/2012 წლებში ითამაშა. შემდეგ იყო გორის “დილას” წევრი, სადაც გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

2014/2014 წლების სეზონი გვალიამ ეკატერინბურგის “ურალში” გაატარა, შემდეგ კი საქართელოს იმდროინდელ ვიცე-ჩემპიონ “ზესტაფონში” გადავიდა.

სხვადასხვა დროს იგი საჩხერის “ჩიხურასა” და ბოლნისის “სიონის” წევრიც იყო, უკანასკნელად კი ეროვნული ლიგა 2-ის წევრ “ცხინვალში” თამაშობდა.

გვალიამ “ლოკომოტივთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 78-ე ნომრით ითამაშებს.

ლაშა გვალია “ზესტაფონის” ფეხბურთელია

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 22 წლის ახალწვეულის სახელია ლაშა გვალია. საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც ფოთის “კოლხეთსა” და გორის “დილაში” უასპარეზია, ბოლოს კი რუსული “ურალის” რიგებში ირიცხებოდა, “ზესტაფონის” ღირსებას ერთი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ლაშა გვალია – ნახევარმცველი; დაბადებულია – 06.10.1991; სიმაღლე – 177 სმ, წონა – 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”კოლხეთი” (ფოთი) – 2010-2012; ”დილა” (გორი) – 2012-2013; “ურალი” (ეკატერინბურგი, რუსეთი) – 2013-2014.

უნდა შეგახსენოთ, რომ 2012-2013 წლების სეზონში ლაშა გვალია გორის “დილას” რიგებში თამაშობდა. შიდაქართლელებთან ერთად ფეხბურთელმა წარმატებით იასაპეზა ზედიზედ ორ ევროპულ კომპანიაში და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო და ეფექტური თამაშით დაამახსოვრა. სულ, ახალგაზრდა ნახევარმცველს ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩატარებული 9 შეხვედრა დაუგროვდა.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ლაშა გვალიას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2015 წლის ივნისამდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური