ანდერ ერერა: “იმედი მაქვს, მანჩესტერული დერბის შემდეგ, ქალაქი კიდევ ერთხელ გახდება წითელი!”

ხვალ თბილისის 15:30 საათზე მანჩესტერული დერბი გაიმართება: მორუინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს. ამ მატჩისთვის ყველა განსაკუთერბულად ემზადება.

ნახსენებ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“მანჩესტერში” ორი წელია ვთამაშობ და, შესაბამისად, ოთხ პრემიერლიგურ დერბიში მივიღე მონაწიელობა. 2 მოვიგე, ერთი ფრე და ერთიც წავაგე; არც ისე ცუდი შედეგია.”

“ყველა მოთამაშემ კარგად ვიცით, გულშემატკივრებისთვის როგორი მნიშვნელოვანია ეს მატჩი. შესაბამისად, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით მივაღწიოთ წარმატებას და ჩვენს ფანებს თავი ამაყად ვაგრძნობინოთ. მაგარამ  თქვენ, გულშემატკივრებო, უნდა მოხვიდეთ და ტრიბუნებიდან აქტიურად დაგვიჭიროთ მხარი.”

“ვიმედოვნებ, “ოლდ ტრაფორდზე” შესანიშნავ საღამოს ვიხილავთ და მანჩესტერი კიდევ ერთხელ გახდება წითელი!” – განაცხადა ერერამ.

მატა: “ერერას შეუძლია ვარსკვლავი გახდეს”

დღეს გამართული მატჩში ანდერ ერერა ერთ-ერთი იყო იმ ორთგან, რომელმაც სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე, გააკეთა რა ორი საგოლე გადაცემა და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულიყო.

ხუან მატა მოხიბლულია მისი თანამემამულის გამოსვლით და მოუთმენლად ელის მათივე ურთიერთობის პროგრესს. ხუანი და ერერა ერთმანეთს ჯერ კიდევ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებებიდან იცნობენ.

“მან შესანიშნავად იმუშავა.” აცხადებს მატა Manutd.com-თან ინტერვიუში. “მე მას ვიცნობ ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებებიდან და დღეს იგი კარგად გამოიყურებოდა. მის გამო მე მოხარული ვარ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მოედნანზე და მის გარეთ და ვიცი, რომ გუნდს უამრავ სიკეთეს მოუტანს მომავალ სეზონში.”

ყველაზე შთამბეჭდავი რაც “იუნაიტედის” დამანგრეველი გამარჯვების შემდეგ არის აღსანიშნავი, ეს ახალი წყობით თამაშია, რომელიც 3-5-2-ს ითვალისწინებს. ანალოგიური წყობით ასპარეზობდა 62 წლის სპეციალისტი, ვან გაალი, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებს მუნდიალზე მიუძღვოდა.

ამ გადაწყვეტილებამ დიდი სარგებელი მოუტანა გასულ მატჩში. ბურთის კონტროლი და სწრაფი კონტრ შეტევები თავ-გზას უბნევდა მეტოქეთა დაცვის ხაზს. მატა კი აცხადებს, რომ ეს შესანიშნავი სტარტი გამოდგა, იმისდა მიუხედავად, რომ მისი თანაგუნდელები ამ წყობით თამაშს არ არიან შეჩვეულები.

“ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ ვიცით რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.”აგრძელებს ესპანელი. “ზოგიერთ ფეხბურთელს მხოლოდ 3 ან 4 დღე ჰქონდა ნავარჯიშები. ასე რომ გაუმჯობესება კიდევ წინ გველის, როგორც ფიზიკური ასევე ტაქტიკური კუთხით.”

“მაგრამ ყველაზე მთავარი ის აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადვილად გავუგეთ იმ სისტემას, რომლითაც მწვრთვნელს სურდა რომ გვეთამაშა. საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოდგა. მწვრთვნელს სურს, რომ მოედნის ცენტრში ბურთიანად სწრაფად ვიმოქმედოთ, მოვძებნოთ გაგრძელებები და გავშალოთ თამაში. ეს არის ის, რასაც მომავალშიც გავაკეთებთ.”

“იუნაიტედის” მომდევო ამხანაგური მატჩი შაბათს, იტალიური “რომას” წინააღმდეგ გაიმართება. აღნიშნული მატჩი 27 ივლის, ღამის პირველის 10 წუთზე დაიწყება და ტრადიციისამებრ RedArmy უზრუნველყოფს იმას, რომ “იუნაიტედის” გულშემატკივარმა მორიგი მატჩის ხილვით ისიამოვნოს.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ოფიციალურად: ერერა „მანჩესტერის“ ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, 24 წლის ესპანელი უნივერსალი ანდერ ერერა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდა

ინგლისური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ერერამ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა “მანჩესტერთან”, ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტით. ჯერჯერობით ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება.

ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

“მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლით ჩემი ოცნება ახდა. მე „ოლდ ტრაფორდზე“ ბილბაოს “ატლეტიკის” შემადგენლობაში ვითამაშე ევროპის ლიგაზე და ეს იყო ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მომენტი. აბსოლიტურად ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავამართლო იმედები და დავეხმარო “მანჩესტერს” მიზნების მიღწევაში. აქ სამშაბათს ჩამოვედი და მიხარია, რომ მანჩესტერში ვიცხოვრებ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავატარებ პირველ მატჩს კლუბის წითელი მაისურით.  არასოდეს დამავიწყდება “ატლეტიკში” გატარებული წლები, გულშემატკივრების მხარდაჭერა და აბსოლიტურად ყველაფერი. მადლიერი ვარ ბასკების და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ამ გუნდს მომავალში”.

“პორტოს” მშვენიერი კომბინაცია და ეკტორ ერერას ლამაზი გოლი

20 დეკემბერს, პორტუგალიის ჩემპიონატში, “პორტუსა” და “ოლანენსეს” შორის გამართულ მატჩში (4:0), “პორტუს” მექსიკელმა ფეხბურთელმა ექტორ ერერამ ლამაზი გოლი გაიტანა.