„საკრამენტო“ ყველა მოთამაშის გაცვლას გეგმავს

„საკრამენტო კინგსი“ ყველა მოთამაშის გაცვლის ალბათობას განიხილავს, რომელთა შორის რუდი გეიც არის, რის შესახებაც „იაჰუ სპორტსი“ წერს. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, რთული იქნება გუნდის მოძებნა, რომელიც დემარკუს კაზინსის სანაცვლოდ სათანადო კომპენსაციას გადაიხდის, გეის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა.

28 წლის ფორვარდმა ნოემბერში ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, ამ პერიოდში მან ხელფასის სახით 40 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. განვლილ სეზონში რუდიმ 68 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა საშუალო მონაგარმა 21,2 ქულა და 5,9 მოხსნა შეადგინა.

„საკრამენტომ“ გეისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„საკრამენტო კინგსმა“ რუდი გეისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. სამი მომდევნო სეზონის განმავლობაში კალათბურთელი ხელფასის სახით 40 მილიონ დოლარს მიიღებს. 2017 წლის ზაფხულში, შეთანხმებით მიხედვით, ფორვარდს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეეძლება.

მიმდინარე სეზონში გეი 19,3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს (მე-11 ადგილი NBA-ში).

ამჟამად საშუალოდ ერთ მატჩში „ტორონტოსა“ და „მემფისის“ ექს-მოთამაშის მონაგარი 22,5 ქულას, 6,8 მოხსნასა და 3,5 გადაცემას შეადგენს.

გეი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ფორვარდმა რუდი გეიმ ზაფხულში „საკრამენტოსთან“ არსებული კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი გამოიყენა და კლუბში კიდევ ერთი სეზონით დარჩა. თუმცა, კალათბურთელი „კინგზსთან“ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

„მოლაპარაკება ჩემი ესპანეთში გამგზავრების წინ დავიწყეთ, თუმცა ამის შემდეგ ამაზე არც გვისაუბრია. ახლა ამ თემაზე ფიქრს არ ვისურვებდი. ვცდილობ, გუნდი უკეთესი გავხადო და თვითონაც განვითარდე. არ მინდა, საკონტრაქტო კითხვებზე ვდარდობდე. ვფიქრობ, ასეა თუ ისე, ეს სიტუაცია, თავისით მოგვარდება“, – განაცხადა რუდიმ.

კევინ დურანტს გეი შეცვლის

ცნობილია, რომ აშშ-ს ნაკრებს „საკრამენტო კინგზის“ ფორვარდი რუდი გეი შეუერთდა, რომელიც კევინ დურანტს შეცვლის.

გუშინ „ოკლაჰომას“ ლიდერმა განაცხადა, რომ ესპანეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, რის გამოც მაიკ მშიშევსკის ფორვარდის ძებნა დასჭირდა.

„მიხარია, რომ კვლავ აშშ-ს ნაკრების წევრი ვარ. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც პარტნიორებს ჩიკაგოში შევუერთდები და ესპანეთში ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებ“, – განაცხადა გეიმ.

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვლილ სეზონში რუდის საშუალო მონაგარმა სათამაშო დროის 35 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2,9 პასი შეადგინა.

რუდი გეი „საკრამენტოს“ წარმომადგენლებს შეხვდება

ჟურნალისტ ჯეიმს ჰემის ინფორმაცით, ხვალ რუდი გეი „საკრამენტო კინგზის“ წარმომადგენლებს შეხვდება და კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებას განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე „მეფეთა“ ყოფილი ვარკსვლავი მიტჩ რიჩმონდი და კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი კრის მალინი მიიღებენ.

გეის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის ხხიედვითაც, მას ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ საკრამენტოელებმა გეი გასული წლის დეკემბერში „ტორონტო რეპტორსთან“ გაცვლის შედეგად დაიმატეს. 55 მატჩში რუდის საშუალო მონაგარმა 20,1 ქულა და 5,5 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

შესაძლოა, „საკრამენტო კინგსში“ გეი ვიხილოთ

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საკრამენტო კინგსის“ ხელმძღვანელებმა „ტორონტო რეპტორსის“ კაპიტანთან რუდი გეისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გეის სანაცვლოდ „მეფეთა“ მენეჯერები კანადურ კლუბს ოთხ მოთამაშეს შესთავაზებენ. დიდი ალბათობით, ტორონტოში უკანახაზელები გრევის ვასკესი და ჯონ სელმონზი და ფორვარდები პატრიკ პატერსონი და ჩაკ ჰეიესი გადაბარგდებიან. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღეში დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ გეი „რეპტორსს“ იანვრის თვეში „მემფის გრიზლისდან“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში რუდიმ რეგულაური ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 19,4 ქულა, 7,4 მოხსნა და 2,2 გადაცემა შეაადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი