იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი დაინიშნა. 62 წლის ბოსნიელმა სპეციალისტმა ამ პოზიციაზე მექსიკელი ხავიერ აგირე შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში აზიის თასზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ დაითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ჰალილჰოჯიჩს თავის დროზე “პარი სენ-ჟერმენში”, ზაგრების “დინამოსა” და კოტ დივუარის ნაკრებში უმუშავია.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ალჟირის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ტურნირის მერვედფინალამდე გააღწია.