“ბარსელონამ” დენის სუარესი დაიბრუნა

დენის სუარესი “ბარსელონაში” დაბრუნდა.

კატალონიელებს “ვილიარეალიდან” 22 წლის ესპანელი ფეხბურთელის დაბრუნების უფლება ჰქონდათ, რაც გამოიყენეს კიდეც. 2016 წლის პირველი ივლისიდან დენის სუარესი კვლავ “ბარსელონას” რიგებში იქნება.

შეგახსენებთ, რომ იგი “ბარსას” აღზრდილი გახლავთ, თუმცა “ბლაუგრანას” პირველ გუნდში არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული. 2014 წელს სუარესი “სევილიაში” გაასხვისეს, ერთი წლის შემდეგ კი “ვილიარეალს” მიჰყიდეს.

დენის სუარესმა გასულ სეზონში 48 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„ბარსელონას“ ნახევარმცველი „სევილიაში“ ითამაშებს

„ბარსელონას“ ახალგაზრდა ნახევარმცველი დენის სუარესი „სევილიაში“ იჯარის წესით ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არენდა ორწლიანია.

20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი „ბარსელონას“ მეორე გუნდში ჩაატარა. დენის სუარესი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების წევრია.