განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის აქტიურ მაყურებელთა შორის ცნობილი მომღერალი რიანა იყო, რომელიც ტურნირის მნიშვნელოვან მატჩებს, მათ შორის, ფინალსაც დაესწრო.
თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ მომღერალს აქტიური საფეხბურთო საქმიანობის დაწყება მოუნდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამას ევროპული მედია ვარაუდობს.
ასე, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რიანას ბარბადოსში საფეხბურთო აკადემიის გახსნის სურვილი გაუჩნდა. ახლა კი, ცნობილი ესპანური გამოცემა „Mundo Deportivo“ წერს, რომ პოპვარსკვლავი, შესაძლოა, ინგლისის მოქმედი ვიცეჩემპიონის „ლივერპულის“ აქციების მფლობელი გახდეს. როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტის ალბათობას კლუბის მიმდინარე მფლობელის „Fenway Sports Group“-ის სატრანსფერო პოლიტიკაც ზრდის, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ლუის სუარესი მადრიდის „ბარსელონაში“ გაუშვა. შეგახსენებთ, რომ ურუგვაელის სანაცვლოდ „ბლაუგრანასმა“ „ლივერპულს“ 80 მილიონი ევრო გადაუხადა.
ასეა თუ ისე, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რიანას ფეხბურთში მოსვლას როგორც უამრავი მომხრე, ასევე უამრავი მოწინააღმდეგე ეყოლება.