ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ “სელესაო” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლას მოახერხებს, ნეიმარი, შესაძლოა, მოედანზე ვიხილოთ.
შეგახსნებთ, რომ 8 ივლისს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება და სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება, გავა თუ არა სკოლარის გუნდი მუნდიალის ფინალში.
თუ ბრაზილიელები გერმანელების დამარცხებას შეძლებენ, ექიმები ნეიმარის მდგომარეობას კიდევ ერთხელ შეაფასებენ. დიდი ალბათობით, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დახმარებით, ბრაზილიელთა ლიდერი მოედანზე გასვლას მოახერხებს.