„კლიპერსმა“ ფარმარი გაუშვა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ 28 წლის გამთამაშებლის ჯორდან ფარმარის გაშვება დაადასტურა. მის ადგილს გუნდში ოსტინ რივერსი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ რივერსი, „ფინიქსთან“ სამმხვრივი ტრეიდის შედეგად, ლოს-ანჯელესში „ბოსტონ სელტიკსიდან“ გადაბარგდა.

მიმდინარე სეზონში ფარმარმა 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისმა მონაგარმა 4,6 ქულა, 1,2 მოხსნა და 1,9 გადაცემა შეადგინა.

ფარმარი „ლეიკერსიდან“ „კლიპერსში“ გადადის

გავრცელებული ინფორმაციით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ხელმძღვანელობამ გამთამაშებელ ჯორდან ფარმართან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ხელფასის სახით მოთამაშეს 4,2 მილიონი დოლარს მიიღბს.

შეთანხმებაში გაწერილია პუნქტი, რომელიც მეორე სეზონზეცაა გათვლილი.

ახალ კლუბში ფარმარი დარენ კოლისონს შეცვლის, რომელიც „საკრამენტო კინგზის“ რიგებში გადაბარგდა.

განვლილ სეზონში ფარმარმა „ლეიკერსის“ მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, მისმა საშუალო მონაგარმა კი, 10,1 ქულა, 2,5 მოხსნა და 4,9 გადაცემა შეადგინა.