„ლიორისი პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეა“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილმა მეკარემ პოლ რობინსონმა ლონდონური კლუბის ამჟამინდელ კარის დარაჯზე უგო ლორისზე ისაუბრა.

„თუ რამის მიღწევა გსურს, გუნდი საუკეთესო ფეხბურთელებით უნდა დააკომპლექტო. ვფიქრობ, ზაფხულში „ტოტენჰემისთვის“ ლიორისის შენარჩნება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მას პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ ვთვლი.

მის შესაძლებლობებს საკმაოდ მაღალ დონეზე შევაფასებდი. ის მცველებს შესანიშნავად ხელმძღვანელობს, რაც მას დღეს „ტოტენჰემის“ ნომერ პირველი ფეხბურთელის სტატუსს ანიჭებს“, – თვლის რობინსონი.

“ტოტენჰემი” წამყვან მოთამაშეებს არ გაყიდის

როგორც ჩანს, დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს და “რეალში” გადავა, ლუი ვანგ აალი კი მის ეცვლას “ტოტენჰემელი” უგო ლიორისით აპირებდა.

თუმცა, The Telegraph-ის ცნობით, ლონდონური კლუბმა “მანჩესტერის” წარმოამდგენლებს შეატყობინა, რომ მათი მეკარე არ იყიდება. ამასთანავე, “ტოტენჰემში” კიდევ ერთხელ დაადასტურეეს, რომ არც ჰარი კეინის გაყიდვას აპირებენ.

ორივე ფეხბურთელში ლონდონელებს 70 მილიონი გირვანქის მიღება შეეძლოთ, თუმცა მოურისიო პოჩეტინომ მენეჯმეტს ლიდერების შენარჩუნება სთხოვა.

“ტოტენჰემს” ლიორისი დაუბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, რომელსაც “ტოტენჰემი” “საუთჰემპტონთან” გამართავს, ლონდონური კლუბის კარს უგო ლიორისი დაიცავს.

ფრანგმა მეკარემ მუხლის ტრავმა მოირჩინ, რომელიც “ლესტერთან” 21 მარტს მიიღო და მას შემდეგ დღეს პირველად ითამაშებს.

მიმდიანრე სეზონში ლიორისმა პრემიერლიგის 30 შეხვედრაშიი მიიღო მონაწილეობა და 42 გოლი გაუშვა.

 

რეალი ლიორისით დაინტერესდა

ბრიტანული პრესის ცნობით მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მეკარის დამატებაზე ფიქრობს. ხსენებულ პოზიციაზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ლონდონის “ტოტენჰემის” კიპერი, უგო ლიორისია.

თუმცა, წყაროს ცნობით, ფრანგი მეკარის ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ “რეალის” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას გადაბირებას ვერ მოახერხეს.

ლიორისი სომხეთთან ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ნაკრების და “ტოტენჰემის” მეკარე უგო ლიორისი ტრავმის მკურნალობას აგრძელებს.

“ლიორისი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ სამშაბათს ის მაინც არ ითამაშებს” – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა.

ასე რომ, დიდი ალბათობით სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელ ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგთა კარს სტივ მანდანდა დაიცავს.

ლიორისმა ტოტენჰემთან გაახანგრძლივა

“ტოტენჰემის” მეკარემ უგო ლიუორისმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის მეკარე “ტოტენჰემის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს.

“კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე და ვიცი, რომ ჩვენს გუნდს დიდი გეგმები აქვს. აქ თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ, ეს ჩემი ოჯახია. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაურისიო პოჩეტინოს სახით ძალზედ ამბიციური მწვრთნელი გვყავს” – განაცხადა ლიორისმა.