სიონმა ფლამურტარი დაამარცხა, მაგრამ…

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” “ფლამურტარი” ალბანეთში 2:1 დაამარცხა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლების წყალობით მომდევნო ეტაპზე “ფლამურტარი” გავიდა. შეგახსენებთ, თბილისური შეხვედრა ალბანური კლუბის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში “სიონი” 56-ე წუთზე ჯაბა უგულავამ დააწინაურა. 83-ე წუთზე კუქის ავტოგოლის წყალობით ბოლნისელები ორი ბურთით გავიდნენ წინ, თუმცა სულ რაღაც ორ წუთში “ფლამურტარიმ” შეჰაჯის ძალისხმევით შესძლო გადამწყვეტი გოლის გატანა და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვება.

ფლამურტარი 1-2 სიონი

გოლები: უგულავა 56′ (0:1); კუქი 83′ (0:2); შეჰაჯი 85′ (1:2)