კლინსმანი: “მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად?”

გუშინ ინგლისის ნაკრების თავკაცი, სემ ელერდაისი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც იცით, იგი დიდი სკანდალში გაეხვა.

ამის შემდეგ, უმალვე, ვაკანტურ პოსტს ბევრი სპეციალისტი დაუკავშირეს, მათ შორის ამერიკის ნაკრების მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი.

გერმანელმა გავრცელებულ ხმებს სოციალური ქსელის საშუალებით უაპსუხა.

“მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად? ეს არ შეეფერება სიმართლეს. ახლა არაფერზე ვფიქრობ გარდა იმ მატჩისა, რომელშიც 11 ოქტომბერს კოლუმბიის ეროვნულ გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ,” – განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა და აშშ-ის ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა.

რაფაელმა კლინსმანს სამარცხვინო მწვრთნელი უწოდა

რამდენიმე დღის უკან გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი, სადაც 1/4 ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და გერმანია ხვდებოდნენ. მოგეხსენებათ მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით 1:7 დასრულდა და გერმანია ფინალისთვის ემზადება. ეს “გამანადგურებელი” ანგარიში იმდენად გაუხარდა აშშ-ს ნაკრების გერმანელ მწვრთნელს იურგენ კლინსმანს თანამემამულეთა მიერ ბრაზილიელთა დამარცხება, რომ აი, ასეთი ორცხობილა მოამზადა:

რის შემდეგაც ასეთი კომენტარით შემოიფარგლა: “ეს ისეთი კარგი ორცხობილა გამომივიდა, სულ რომ არ გინდოდეს არაფრის ჭამა, მაინც შეჭამ, შემდეგ სიამოვნებისგან კი მეორეს მოითხოვ”.

ამ კომენტარს “მანჩესტერ იუნაიტედის” მარჯცვენა მცველი რაფაელი გამოეხმაურა: “ასეთი რამის გაკეთება, მწვრთნელის მხრიდან სამარცხვინოა. იმედია კლინსმანის ნაკრები ბრაზილიას მალე შეხვდება და ანალოგიური ანგარიში მონაგონი იქნება. ორცხიბილას გაკეთება მეც კარგად ვიცი, თუმცა ისეთი ანგარიში დაფიქსირდება ფიზიკურად არ დაეტევა” 

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქარტული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/