“საბურთალომ” – “აკტობე” დაამარცხა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მატჩი მოზარდ ფეხბურთელებს შორის, რომელიც “ბენდელას” სტადიონზე ჩატარდა – საერთაშორისო შეხვედრა, სადაც “საბურთალოს 2001 წლიანების გუნდმა ყაზახურ “აკტობეს” თანატოლებს უმასპინძლა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:1 მორჩა. საბურთალოელეთაგან გოლები ნოდიკო აფრიდონიძემ და ამიკო ნოზაძემ გაიტანეს, სტუმართაგან გატანილი გოლით თავი საიასატ ჟოლმანმა გამოიჩინა.
შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო, ეს ყოველივე კი მალე გატანილ გოლებში აისახა – ანგარიში აფრიდონიძემ გახსნა, რამდენიმე წუთში კი თავისიანების უპირატესობა დამაჯერებელი ამიკო ნოზაძემ გახადა. ჩვენს მოზარდებს სხვაობის კიდევ უფრო გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ შესვენებამდე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს.
მეორე ნახევარში სათამაშო ტემპი შედარებით დაეცა, ნორჩ ფეხბურთელებს ძლიერი სიცხის გამო მოედანზე გადაადგილება უჭირდათ. ორივე გუნდის შემადგენლობიდან მწვრთნელებმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როდესაც სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს.
“აკტობეს” დელეგაციაში კლუბის მესვეურების გარდა, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორიც იმყოფებოდა. ბუნებრივია, სტუმრები მოზარდების თამაშს დაესწრნენ. კლუბის ხელმძღვანელებმა – პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ და “სალერის” წარმომადგენელმა გოჩა თამაზაშვილმა სტუმრებს როგორც ყოველთვის “საბურთალოს” სუვენირები გადასცეს.

“საბურტალომ” გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ლეჟავა, მელიქიშვილი, სამსონია, კალანდაძე, ხარაიშვილი, ცალუღელაშვილი, კაპანაძე, აფრიდონიძე, ფაცაცია, ნოზაძე, კიკნაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: ასკურავა, მუშკუდიანი, შაქარაშვილი, აფციაური, ფილაური, ბახტაძე.

დინამო – აქტობეს პაველ რაჩკოვსკი განსჯის

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო არენაზე გამართავს და ყაზახეთის აქტობეს უმასპინძლებს, პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის- პაველ რაჩკოვსკი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- პაველ სოკოლინიცკი და მიხალ ობუკოვიცი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- ტომაშ კვიატკოვსკი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი- პაველ კოლევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი იქნება, დანიელი- იორნ ვესტ ლარსენი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც პაველ რაჩკოვსკიმ იმსაჯა 31 მაისს, იაპონიაში გამართული ჯუბილო ივატა 1:1 ფაგიანო ოკაიამაა. აღნიშნულ მატჩში პაველ რაჩკოვსკიმ ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

შარშან 10 ოქტომბერს რაჩკოვსკიმ თბილისში გამართული საქართველოსა და ჰოლანდიის 21 წლამდე ნაკრებთა მატჩი იმსაჯა, რომელშიც სტუმრებმა 6:0 იმარჯვეს.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის პაველ რაჩკოვსკის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

პაველ რაჩკოვსკი (31 წლის)

===========================================

პოლონეთის უმაღლესი ლიგა (ექსტრაკლასა) – 77 თამაში / 314 ყვითელი / 16 წითელი / 16 პენალტი

პოლონეთის თასი – 6 თამაში / 24 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგა – 1 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის ჯეი ლიგა – 2 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა – 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

იაპონიის თასი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U-21 ჩემპიონატი – 1 თამაში / 2 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge