აუგსბურგი შონ პარკერს იმატებს

“მაინცის” შემტევი შონ პარკერი კარიერას “აუგსბურგში” გააგრძელებს. გასულ სეზონში ბუნდესლიგის 11 შეხვედრაში გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა 1 გოლის გატანა მოახერხა.

“შონის გადაბირებით მოხარულები ვართ. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი კლუბისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ვფიქრობ, შეტევაში პრობლემების მოსაგვარებლად ეს იდეალური გადაწყვეტილებაა” – განაცხადა “აუგსბურგის” მენეჯერმა შტეფან რეიტერმა.