ოსპინა შესაძლოა, “მარსელში” გადავიდეს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა დავიდ ოსპინამ შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.

“სანდი მირორის” თანახმად, 26 წლის კოლუმბიელი მეკარით “მარსელი” არის დაინტერესებული. “არსენალი”, სავარაუდოდ, პეტრ ჩეხს დაიმატებს, რაც გუნდში მეკარეებს შორის კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. აქედან გამომდინარე, ოსპინა სერიოზულად ფიქრობს “მეთოფეთა” რიგების დატოვებაზე.

თავის მხრივ, “მარსელი” სტივ მანდანდას შემცვლელს ეძებს. ამ უკანასკნელს ძალების მოსინჯვა ინგლისის ჩემპიონატში სურს.

ოსპინას კარიერის გაგრძელების ალტერნატიულ ვარიანტად თურქული “ფენერბაჰჩე” აქვს.

გასულ სეზონში დავიდ ოსპინამ “არსენალის” რუგებში 23 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაუშვა.

 

ოფიციალურად: “არსენალმა” ოსპინა გაიფორმა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის “არსენალმა” “ნიცას” კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა გაიფორმა.

25 წლის კიპერმა “მეთოფეებთან” გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ოსპინას შესახებ კომენტარი გააკეთა “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა.

“დავიდ ოსპინა შესანიშნავი მეკარეა, დიდი გამოცდილება აქვს, “ნიცასა” და კოლუმბიის
ნაკრებში მშვენივრად თამაშობდა. ის გააძლიერებს ჩვენს გუნდს. მოხარულები ვართ, რომ ოსპინა ჩვენთან გადმოვიდა”, – ვენგერის სიტყვები ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ოსპინა ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო. მუნდიალზე ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაუშვა, ორ შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

 

„არსენალი“ და „ნიცა“ ოსპინას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ლონდონის „არსენალი“ და ფრანგული „ნიცა“ მეკარე დავიდ ოსპინას ტრანსფერზე შეთანხმდნენ. მანამდე ინგლისურმა კლუბმა კოლუმბიელ კიპერთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე მიაღწია შეთანხმებას.

ტრანსფერის ღირებულება 4 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ოსპინა „ნიცას“ რიგებში 2008 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 199 მატჩი ჩაატარა.

 

ოსპინა და „არსენალი“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ

კოლუმბიის ნაკრებისა და ფრანგული „ნიცას“ კიპერმა დავიდ ოსპინამ ლონდონის „არსენალის“ მიერ შემოთავაზებულ პირადი კონტრაქტის დეტალებს დათანხმდა.

ფრანგული კლუბი მზად არის, კოლუმბიელი მეკარე 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად უახლოეს პერიოდში უნდა გაცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ოსპინა „ნიცას“ რიგებში 2008 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან 199 მატჩი ჩაატარა.