ჭანტურიშვილის “სპარტაკი” “სლოვანთან” დამარცხდა

დღეს სლოვაკეთში სუპერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრები შედგა.

ერთ-ერთ მატჩში ბრატისლავას “სლოვანმა” ტრნავას “სპარტაკი” მიიღო. საკმაოდ დაძაბული მატჩი ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი მე-14 წუთზე დედაქალაქელთა ვეტერანი შემტევი, 33 წლის ფილიპ ჰოლოსკო გახდა. საბოლოოდ, “სლოვანმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.

როგორც იცით, “სპარტაკის” შემადგენლობაში ქართველი მოთამაშე, ვახტანგ ჭანტურიშვილი გამოდის. მან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. საბოლოოდ, იგი 77-ე წუთზე შეცვალეს.

ამ მარცხის შემდეგ ტრნავას გუნდის 37 ქულით პირველ პოზიციაზეა.

“ზესტაფონი” ზლატე მორავცეში დაბანაკდა

2014 წლის 23 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი და ქართული დელეგაცია ჩარტერული რეისით სლოვაკეთში გაემგზავრა. დილის 11:00 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან 3 საათსა და 30 წუთში ქართული გუნდი ბრატისლავას აეროპორტში ჩაფრინდა.

ბრატისლავას აეროპორტიდან ავტობუსით საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ იმერლები ზლატე მორავცეში ჩავიდნენ და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმრო ”ტარტუფში” დაბინავდნენ. ზესტაფონელთა დისლოკაციის ადგილი მატჩის მასპინძელი სტადიონიდან 15 წუთის სავალზეა.

სასტუმროში დასვენების შემდეგ, ზესტაფონელები გაემგზავრებიან ადგილობრივ სტადიონ ”ვიონზე”, სადაც ხვალ ”სპარტაკთან” უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. დღეს, ადგილობრივი დროით 19:30-დან 20:30 საათამდე (თბილისის დროით 21:30-დან 22:30 საათამდე) ქართველები მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიშის დაწყებამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

DSC00414

DSC00424

DSC00429

DSC00442

DSC00448

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერლები სლოვაკეთში მიემგზავრებიან

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ტრნავას ”სპარტაკთან” ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 24 ივლისს ქალაქ ზლატე მორავცეში გამართავს, ხვალ სლოვაკეთში მიემგზავრება.

ზემოიმერლები სწორედ ზლატე მორავცეს სასტუმრო ”ტარტუფში” დაბინავდებიან. უეფას ევროპალიგის მეორე რაუნდის საპასუხო შეხვედრისთვის გია გეგუჩაძემ შემდეგ 20 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი;

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, თედორე გრიგალაშვილი;

ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე, გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, რევაზ გეწაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა გვალია;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გიორგი ფანცულაია, დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე კაპანაძე, ბექა ტუღუში.

ხვალ, 23 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე, საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ქალაქ ზლატე მორავცეს სტადიონ ”ვიონზე” ივარჯიშებენ. ვარჯიშის დაწყებამდე კი ჩვენი გუნდის დამრიგებლის გია გეგუჩაძის მატჩისწინა პრეს-კონფერენციის გამართვა იგეგმება.

ქართული დელეგაცია სლოვაკეთში ჩარტერული რეისით (თბილისი-ბრატისლავას მარშრუტით), თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დილის 11:00 საათზე მიემგზავრება …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მატჩის წინა დღის განრიგი

2014 წლის 17 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ევროპალიგის 20014-2015 წლების გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ ტრნავას ”სპარტაკს” უმასპინძლეს …

ევროპული ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრის წინა დღეს ქართული და სლოვაკური გუნდები “დავით აბაშიძეზე” ივარჯიშებენ, ხოლო მონაწილე გუნდების მწვრთნელები წინასამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ.

სლოვაკური დელეგაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის აეროპორტში ხვალ, 13:00 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება და წყალტუბოში დაბინავდება. 19:45 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის პრეს-კონფერენცია, ხოლო 20:00 საათზე ტრნაველები ზესტაფონის სტადიონზე ივარჯიშებენ. რაც შეეხება მასპინძლებს, მარგველთა მთავარი მწვრთნელი გიორგი გეგუჩაძე მედიის წარმომადგენლებს 18:45 საათზე შეხვდება, ხოლო ქართული გუნდის ვარჯიში 19:00 საათზეა დაგეგმილი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური