მარკოვიჩი: “მინდა, “ლივერპულთან” ერთად ტიტულები მოვიგო”

“ლივერპულის” ახალწვეული ლაზარ მარკოვიჩი აცხადებს, რომ მას ახალ კლუბთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება სურს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის სერბი ფეხბურთელი “ლივერპულში” “ბენფიკადან” 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

“პირველი პროფესიონალური კონტრაქტი “პარტიზანთან” გავაფორმე, სადაც ტიტული მოვიგე. ახლა “ლივერპულში” მოვხვდი და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ბევრი ტიტული მოვიპოვო, ამისათვის კი აუცილებლად ბოლომდე დავიხარჯები”, – ამბობს მარკოვიჩი.