“ბარსამ” კრისტიან ტელიო 4 მილიონ ევროდ გაყიდა

კატალონიის “ბარსელონამ” და “ბეტისმა” შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ტელიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

კატალონიურმა გრანდმა ტელიო სულ რაღაც 4 მილიონ ევროდ გაყიდა, რასაც შესაძლოა, შემდეგში 1 მილიონი ევროც დაემატოს, თუ ტელიო “ბეტისს” გარკვეული წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

გარდა ამისა, კატალონიური კლუბი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ტელიოს შემდეგ ტრანსფერშიც.

ოფიციალურად: ტელიო „ფიორენტინაში“ ითამაშებს

„ბარსელონამ“ თავდამსხმელ კრისტიან ტელიოს „ფიორენტინაში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. დარჩენილი სეზონის ნაწილს ფეხურთელი ფლორენციაში იჯარის წესით ჩაატარებს.

მთელი მიმდინარე სეზონი ფორვარდს „პორტუში“ უნდა ეთამაშა, მაგრამ კლუბების ხელმძღვანელებმა გარიგების გაწყვეტა გადაწყვიტეს, რადგან ტელიოს პორტუგალიაში ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა. ახლა კრისტიანი თავის ძალებს იტალიაში გამოსცდის.

პორტუგალიის ჩემპიოანტის მიმდინარე გათამაშებაში 24 წლის თავდამსხმელმა 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა ვერცერთი გოლის გატანა ვერ შეძლო. „ბარსელონასთან“ მოქმედი კოტნრაქტი მას 2018 წლამდე აკავშირებს.

„პორტუს“ ტელიოს გამოსყიდვა სურს

გავრცელებული ინფორმაციით, „პორტუს“ ხელმღვანელობას „ბარსელონასგან“ იჯარით შეძენილი კრისტიან ტელიოს კონტრაქტის გამოსყიდვა სურს.

პორტუგალიურმა კლუბმა ამის შესახებ თავად ფეხბურთელს უკვე შეატყობინა კიდეც. უახლოეს მომავალში „პორტუ“ კატალონიური კლუბის მენეჯერებსაც დაუკავშირდება.

შესაძლო ტრანსფერის ალბათობას „ბარსელონას“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის არსებული დიდი კონკურენცია ზრდის.

სათქმელია, რომ გარიგების დაახლოებით ფასად რვა მილიონი ევრო სახელდება.

კრისტიან ტელიო “ბაიერნის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

“პორტოს” გარემარბი, კრისტიან ტელიო ტრავმის გამო გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს და ასევე, გუნდს დააკლდება ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში, “ბაიერნის” წინააღმდეგ.

ესპანელმა გამოტოვა “ეშტორილთან” მატჩი და როგორც ჩანს, მისი ბარძაყის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.

როგორც ვარაუდობენ, ფეხბურთელი აპრილის ბოლომდე იუქმებს, რის გამოც “ბაიერნთან” თამაშების და პორტუგალიის ჩემპიონატის ორი ტურის გამოტოვება მოუწევს.

მიმდინარე სეზონში, ტელიომ პორტუგალიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა და გაიტანა შვიდი გოლი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, რვა მატჩში ერთი გოლით გამოირჩა.

აგენტი: “ტელიო ზაფხულში “ბარსელონაში” არ დაბრუნდება”

ესპანელი გარემარბი, კრისტიან ტელიო არ დაბრუნდება “ბარსელონაში” და არ შეავსებს შემადგენლობას, იმის მიუხედავად, რომ “ბლაუგრანას” ტრანსფერების განხორციელება 2016 წლის იანვრამდე აეკრძალა.

გასულ ზაფხულს, კატალონიელებმა ტელიო პორტუგალიურ “პორტოს” ორი წლით არენდით ასესხეს.

მოთამაშის აგენტმა, ხოსე მარია ორობიტგმა მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

“ის “პორტოში” ორი წლით გამოუშვეს. შესაძლოა, “ბარსელონას” კრისტიანი მომდევნო ზაფხულშიც დასჭირდეს, მაგრამ ტელიო ზაფხულში “ბარსელონაში” არ დაბრუნდება”.

შესაძლოა, ტელიო ,,ბარსაში” დაბრუნდეს

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ,,ბარსელონამ” ტელიო არენდის წესით ,,პორტუში” გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეიძლება კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს.

Sport.es-ის ინფორმაციით, პორტუგალიელები მზად არიან კრისტიან ტელიო ,,ბლაუგრანას” დაუბრუნონ. ისინი ამით იჯარის წესებს დაარღვევენ. შეთანხმების საფუძველზე, ფეხბურთელს ,,პორტუს” რიგებში ორი სეზონი უნდა ეთამაშ,. კატალონიელებს კი სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო უნდა მიეღოთ.

გეტყვით ასევე იმასაც, რომ ტელიომ პორტუგალიის ჩემპიონატში 12 შეხვედრა ჩაატარა. მან 1 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან ერთად აქტივში 4 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

ოფიციალურად: ტელიო იჯარით „პორტუში“ ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდამსხმელი კრისტიან ტელიო შემდეგ სეზონში იჯარით პორტუგალიის „პორტუს“ შემადგენლობაში ითამაშებს.

როგორც ცნობილია, მხარეები ორწლიან იჯარაზე შეთანხმდნენ. ამასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, „ბლაუგრანასს“ შემდეგ ზაფხულს კრისტიანის დაბრუნების უფლება ექნება.

შეგახენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი „ბარსას“ ძირითად გუნდში 2011 წლიდან ირიცხება.