გიოტცე „ბორუსიადან“ „ბაიერნში“ გადაბარგდა

ცნობილი გერმანელი ნახევარმცველის მარიო გიოტცეს უმცროსი ძმა, 16 წლის ფელიქს გიოტცე დორტმუნდის „ბორუსიადან“ მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდა.

„ფელიქსმა „ბორუსია“ ნამდვილად დატოვა და „ბაიერნს“ შეუერთდა“, – განაცხადა მიუნხენური კლუბის წარმომადგენელმა მიხაელ ტარნატმა.

ამრიგად, მომავალში ფელიქსს თავის ძმასთან ერთ გუნდში თამაშის შანსი გაუჩნდა.

Felix Gotze