ეტორე მესინა იტალიის ნაკრების მწვრთნელად, სავარაუდოდ, 2020 წლამდე დარჩება

იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი პეტრუჩიმ „Pick and Roll“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ეტორე მესინასთან კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს.

ამჟამად „სან-ანტონიო სპურსში“ გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი თავისი ქვეყნის მთავარ გუნდს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე უთავკაცებს. როგორც ცნობილია, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

პოპოვიჩი: „დიდი პატივია, რომ მესინა ჩვენთან იმუშავებს“

„სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი თავის შტაბში ცნობილი იტალიელი სპეციალისტის ეტორე მესინას გადასვლით კმაყოფილია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენ ასეთი გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი შემოგვიერთდა. მესინა ჩინებული მწვრთნელი და ლიდერია. მისგან ბევრს ვისწავლით“, – განაცხადა „სპურსის“ დამრიგებელმა.