“ინტერმა” “დელა მადონინაში” პალასიოს შედევრით მოიგო

22 დეკემბერს, იტალიის სერია A-ში, მილანური დერბი გაიმართა. ნომინალურად მასპინძელმა “ინტერმა” “სან სიროზე” “მილანი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დააამარცხა.

“მილანს” გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა, მათგან ყველაზე რეალური კი, ანდრეა პოლიმ ვერ გამოიყენა. მან მეკარისგან დაუცველ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

უნდა ითქვას, რომ ვოლტერ მაცარის შეგირდები უკეთ გამოიყურებოდნენ და მათ უფრო რეალური მომენტები ექმნებოდათ. ერთ ეპიზოდში, “ნერაძურის” წევრები თერთმეტმეტრიანსაც ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საბოლოოდ, შეხვედრაშჳ ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა, ფრედი გუარინის გაკეთებულ პასს, როდრიგო პალასიო ეფექტური დარტყმით გამოეხმაურა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

“ინტერი”: ჰანდანოვიჩი (კუზმანოვიჩი 68′), კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჯონათანი, კამბიასო (იკარდი 82′), ძანეტი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 84′), ნაგატომო, გუარინი, პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვოლტერ მაცარი.

“მილანი”: აბიატი, დე შილიო, საპატა, ბონერა, კონსტანტი (ემანუელსონი 46′), პოლი (პაცინი 88′), დე იონგი, მუნტარი, საპონარა (მატრი 76′), კაკა, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: პალასიო 86′.
გაფრთხილებები: გუარინი 59′, ჟუან ჟესუსი 67′, როლანდო 71′, კამპანიარო 90+4′ – დე შილიო 26′, კონსტანტი 45+1′, დე იონგი 62′, ბალოტელი 87′.
გაძევება: მუნტარი 90+3′.
მთავარი არბიტრი: პაოლო სილვიო მაცოლენი.


“ინტერი” – “მილანი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, იტალიაში მილანური დერბი დაიწყება, რომელშიც ერთმანეთს “ინტერი” და “მილანი” დაუპირისპირდებიან.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ინტერი”: ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუან ჟესუსი, ჯონათანი, კამბიასო, ძანეტი, ტაიდერი, ნაგატომო, გუარინი, პალასიო.

“მილანი”: აბიატი, დე შილიო, საპატა, ბონერა, კონსტანტი, პოლი, დე იონგი, მუნტარი, საპონარა, კაკა, ბალოტელი.