ვილაშ-ბოაში: ხამეს როდრიგესი შრომისმოყვარე ფეხბურთელია

ხამეს როდრიგესის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საკუთარი მოსაზრებები აღიარებულმა საფეხბურთო სპეციალისტებმა არაერთგზის გამოთქვეს. „მარკას“ ჟურნალისტი კოლუმბიელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მის ყოფილ თავკაცსა და „ზენიტის“ მთავარ მწვრთნელს, ანდრე-ვილაშ ბოაშს დაუკავშირდა.

 

–         სეუ ანდრე, „პორტუში“ დანიშვნისთანავე, თქვენი ერთ-ერთი პირველი შესაძენი ხამეს როდრიგესი იყო. როგორ დაახასიათებდით კოლუმბიელს?

–         ხამესზე ინფორმაცია „პორტუს“ სკაუტებმა ჯერ კიდევ კლუბში ჩემს მოსვლამდე მოიძიეს. მაშინ როდრიგესი „ბანფილდში“ ასპარეზობდა და კლასიკურ 4-4-2 სქემაში ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგს ამაგრებდა. კრეატიული ფეხბურთელის შეძენა გვინდოდა, ისეთის, რომელიც ჰალკს, ვარელასა და კრისტიან როდრიგესს სათანადო კონკურენციას გაუწევდა. ტრანსფერიც მალევე გავჩარხეთ. სიმართლე რომ გითხრათ, ხამესისგან საწყის ეტაპზე „აფეთქებას“ არ ველოდით, ვიცოდით, რომ ეტაპობრივად პროგრესირებდა და, ადრე თუ გვიან, მისგან ექსტრაკლასის ფეხბურთელი დადგებოდა.

–         როდრიგესზე თქვენ პირველ შთაბეჭდილებებს ხომ ვერ გაიხსენებდით?

–          ხამესი ძალიან მორცხვი და შრომისმოყვარე ბიჭია. ტაქტიკურ დავალებებს ყოველთვის კარგად ასრულებს. თავიდან „პორტუს“ კოლუმბიელ ლეგიონერებს, ფალკაოსა და გუარინს დაუახლოვდა, მოგვიანებით კი სხვა თანაგუნდელებთან მარტივად გამონახა საერთო ენა, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

–         თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ თავიდან მას არ სწყალობდით…

–         ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. ახალ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ჰალკი და ვარელა, ხამესის უშუალო კონკურენტები, დიდებულად გამოიყურებოდნენ. როდესაც გუნდი შედეგიანად ასპარეზობს, ძირითად შემადგენლობის მუდმივი როტაცია სახიფათო შეიძლება გამოდგეს. მახსოვს, როდრიგესს პორტუგალიის ჩემპიონატში დებიუტი ოქტომბრის ბოლოს ჰქონდა. თავის გამოჩენის საშუალებას ევროპა ლიგაზეც ხშირად ვაძლევდი. იანვარში ფალკაომ ტრავმა მიიღო, რის გამოც ჰალკი ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე გადავიყვანე, ხოლო ხამესს გარემარბის ფუნქციების შესრულება დავავალე, რასაც თავი საკმაოდ კარგად გაართვა. მოედანზე სრული თავისუფლების მინიჭების შემდეგ კი საგოლე პასების ჩამორიგება დაიწყო. მართალია, „რეალის“ ახალწვეული ამპლუით გამთამაშებელი უფროა, თუმცა არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ფლანგზე ასპარეზობამ მისი პროგრესი დააჩქარა.

–         გინდათ თქვათ, რომ კოლუმბიელი გამთამაშებლის პოზიციაზე უფრო ნაყოფიერია?

–         მოდი, განვაზოგადებ: ხამესი კრეატიული ფეხბურთელია და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაქსიმალური დონეს მაშინ აღწევს, როდესაც მოედანზე სრულ თავისუფლებას ანიჭებენ.

–         ხამესის საუკეთესო შეხვედრებიდან რომელს გაიხსენებდით?

–         კონკრეტულად რომელიმე დაპირისპირების გამოყოფა მიჭირს, როდრიგესი საკმაოდ სტაბილური ფეხბურთელია და მატჩების უმეტესობას მაღალ დონეზე ატარებს. თუმცა მაინც აღვნიშნავდი მის პირველ გოლს „პორტუს“ რიგებში, „ნასიონალთან“ შეხვედრაში, როდესაც შეცვლაზე შუსულმა მოახერხა თავის გამოჩენა. ხო, რა თქმა უნდა, მთავარი კინაღამ დამავიწყდა, –  პორტუგალიის თასის ფინალი „გიმარაეშთან“, რომელშიც ხამესმა ერთბაშად სამი გოლი გატანა. ეს იყო მისი პირველი ჰეთ-თრიკი „პორტუს“ რიგებში.

–         როგორ ფიქრობთ, „რეალის“ სათამაშო სტილს ალღოს მალე აუღებს?

–         ხამესი ყველა იმ მოთხოვნას ერგება, რასაც „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი უნდა აკმაყოფილებდეს. დარწმუნებული ვარ, თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბიც  მაქსიმალურ დაეხმარება საკუთარი შესაძლებობების სრულად წარმოჩენაში.

ანჩელოტის დი მარიას გაშვება არ უნდა

კარლო ანჩელოტის დამსახურებით მადრიდის “რეალში” ანხელ დი მარიას შარშან საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, იტალიელ სპეციალისტს მადრიდული კლუბიდან ფეხბურთელის წასვლა არ უნდა.

თუმცა, არგენტინლს “რეალში” მისი ფინანსური პირობები არ აკმაყოფილებს, რაც თავადაც არაერთხელ დააფიქსირა.

მიუხედავად ანჩელოტის თხოვნისა, დი მარია მაინც წასვლაზე ფიქრობს. არგენტინელი საკმაოდ აქტიურად ინტერესდება “პარი სენ ჟერმენი”. წასვლის ალბათბას “რეალის” ხამეს როდრიგესისადმი ინტერესიც ზრდის.