კრამერმა „ბაიერთან“ გაახანგრძლივა

ნახევარმცველმა კრისტოფ კრამერმა ლევერკუზენის „ბაიერთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. ამავდროულად, შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელების უფლება 2019 წლამდეც ექნებათ.

მიმდინარე სეზონს კრამერი იჯარით მიუნხენგლადბახის „ბორუსიაში“ დაასრულებს, რიშ შემდეგაც ლევერკუზენელებს დაუბრუნდება.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში კრამერმა 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კრამერი ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

რეალს კიდევ ერთი გერმანელი სურს

მადრიდის “რეალი” გერმანიის ნაკრების და “გლადბახის” ნახევარმცველის, კრისტოფ კრამერის გადაბირებითაა დაინტერესებული.

“სამეფო კლუბის” მთავარმი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თვლის, რომ კრამერი ტონი კროოსთან ერთად მეოდნის ცენრში ძლიერ დუეტს შექმნის. ესპანური გრანდი მზად არის ფეხბურთლში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, კრამერის სატრასნფერო უფლებები ლევერკუზენის “ბაიერს” ეკუთვნის, “გლადბახში” კი ნახევარმცველი იჯარის წესით თამაშობს.

კრისტოფ კრამერმა თანაგუნდელს ფეხებს შორის ბურთი 18 მეტრიდან გაუძვრინა

მიოხენგლადბახის “ბორუსიას” ფეხბურთელმა კრისტოფ კრამერმა თანაგუნდელს ფეხებს შორის ბურთი 18 მეტრიდან გაუძვრინა.

“მსაჯო, ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია?”

13 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში, გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის შეხვედრაში, გერმანელი კრისტოფ კრამერი არგენტინელ ეზეკილ გარაის შეეჯახა, რის გამოც გონება დაკარგა და 32-ე წუთზე შიურლემ შეცვალა.

როგორც მატჩის შემდეგ თავად კრამერმა განაცხადა, მას შეხვედრის პირველი ნახევარი საერთოდ არ ახსოვს. მისთვის, შეხვედრა მეორე ნახევრიდან დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ფინალის მთავარმა მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ გააკეთა: “როცა კრამერი ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა და მკითხა: “ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია?”

“ამის შემდეგ, შვაინშტაიგერთან მივედი და ვუთხარი, რომ კრამერი უნდა შეეცვალათ”, – ამბობს რიცოლი.

ასევე, რიცოლის თქმით, კრამერმა მატჩის დასრულების შემდეგ მას მადლობა გადაუხადა.