„საკრამენტომ“ გეისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„საკრამენტო კინგსმა“ რუდი გეისთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. სამი მომდევნო სეზონის განმავლობაში კალათბურთელი ხელფასის სახით 40 მილიონ დოლარს მიიღებს. 2017 წლის ზაფხულში, შეთანხმებით მიხედვით, ფორვარდს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეეძლება.

მიმდინარე სეზონში გეი 19,3 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს (მე-11 ადგილი NBA-ში).

ამჟამად საშუალოდ ერთ მატჩში „ტორონტოსა“ და „მემფისის“ ექს-მოთამაშის მონაგარი 22,5 ქულას, 6,8 მოხსნასა და 3,5 გადაცემას შეადგენს.

შესაძლოა, „საკრამენტო კინგსში“ გეი ვიხილოთ

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საკრამენტო კინგსის“ ხელმძღვანელებმა „ტორონტო რეპტორსის“ კაპიტანთან რუდი გეისთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, გეის სანაცვლოდ „მეფეთა“ მენეჯერები კანადურ კლუბს ოთხ მოთამაშეს შესთავაზებენ. დიდი ალბათობით, ტორონტოში უკანახაზელები გრევის ვასკესი და ჯონ სელმონზი და ფორვარდები პატრიკ პატერსონი და ჩაკ ჰეიესი გადაბარგდებიან. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღეში დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ გეი „რეპტორსს“ იანვრის თვეში „მემფის გრიზლისდან“ შეუერთდა.
მიმდინარე სეზონში რუდიმ რეგულაური ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 19,4 ქულა, 7,4 მოხსნა და 2,2 გადაცემა შეაადგინა.
ალექსანდრე მატევოსოვი