ბადშტუბერი “ბაიერნს” სამი თვით გამოაკლდა

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი საკუთარ გუნდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდა.

26 წლის ფეხბურთელმა გუშინდელ ვარჯიშზე ტერფის სერიოზული ტრავმა მიიღო. გერმანელ მცველს ოპერაცია უკვე გაუკეთეს. მას სამი თვის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნს” მეორე ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგიც გამოაკლდა, რომელიც მინიმუმ აპრილამდე ვერ ითამაშებს.

 

ბადშტუბერმა 2012 წლის შემდეგ პირველად ითამაშა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა 2012 წლის ბოლოს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ შეხვედრაში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც წელიწადნახევარი გაუცდა.

პარასკევს ბადშტუბერმა „ბაიერნის“ ფან-კლუბ „რედ ბარუნსის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში დაახლოებით 60 წუთი ითამაშა. მატჩი ბავარიული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები დავიდ ალაბამ (ორჯერ) და დანიელ ჰაგლერმა გაიტანეს.