ოფიციალურად: “შალკემ” ბადშტუბერი ინათხოვრა

გელზენკირხენულმა “შალკემ” მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი ინათხოვრა. “შალკეს” ოფიციალური საიტის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მცველი მათი კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

“ბაიერნის” ძვირფასო გულშემატკივრებო, თქვენ ყოველთვის გჯეროდათ ჩემი, თქვენს სიყვარულს ყოველთვის გულით ვატარებ, სადაც არ უნდა ვიყო. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.

მომავალს ყოველთვის იმედის თვალით შევყურებდი და ახლაც ასე ვარ. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც ჩემი ახალი გუნდის დახმარების შანსი მომეცემა.” – განაცხადა ბადშტუბერმა.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ გერმანელი ფეხბურთელის პროფესიონალური დებიუტი 2009 წლის 8 აგვისტოს შედგა, “ჰოფენჰაიმთან” მატჩში. მას შემდეგ, ბადშტუბერმა “რეკორდმაისტერის” მაისურით 118 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე – 37.

ბადშტუბერი: კვლავ დაზიანება

“ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი კვლავ მოხვდა ლაზარეთში.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ამ სეზონში 26 წლის მცველმა მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა. ახლა, ის ხელახლა დაიმტვრა.

“ბაიერნის” ოფიციალური თვითერის ინფორმაციით, გერმანელი უკანახაზელი სამი-ოთხი თვის განმავლობაში იუქმებს, მას ბარძაყი აწუხებს.

“ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. დარწმუნებული ვარ, დავბრუნდები ჯანმრთელი და კარგ ფორმაში,”-განაცხადა თავად ფეხბურთელმა.

ბადშტუბერმა 2012 წლის შემდეგ პირველად ითამაშა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა 2012 წლის ბოლოს დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ შეხვედრაში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც წელიწადნახევარი გაუცდა.

პარასკევს ბადშტუბერმა „ბაიერნის“ ფან-კლუბ „რედ ბარუნსის“ წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში დაახლოებით 60 წუთი ითამაშა. მატჩი ბავარიული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. გოლები დავიდ ალაბამ (ორჯერ) და დანიელ ჰაგლერმა გაიტანეს.