საინტერესო ამბავი: ქართველი გოგონა მწვრთნელის თანაშემწეა და დიდ ფეხბურთზე ფიქრობს

ქართული საპლაჟო ფეხბურთი განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ფეხბურთის ამ ნაირსახეობაში პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. აჭარაში საპლაჟო ფეხბურთი საუნივერსიტეტო სპორტშიც პოპულარობით სარგებლობს და რაც საინტერესოა, არა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორის. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, ნინიკო სირაძე გახლავთ. საინტერესოა, რომ სირაძე ფუტსალში და საპლაჟო ფეხბურთში სერტიფიცირებული მწვრთნელია.

timthumb

ნინიკოს ბათუმში შევეხმიანეთ და მან თავად გვიამბო თუ რამ განაპირობა ასეთი ინტერესი ფეხბურთის მიმართ.

“ფეხბურთს ბავშვობიდან ვუყურებდი და ინტერესიც ამან განაპირობა. ბათუმის საუნივერსიტეტო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ბაჩანა აბაშიძე, ჩემი ახლო მეგობარია და ის ძალიან მეხმარება, სტიმულს მაძლევს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში მოვხვდი. 

983816_281429648717815_7237885638346813618_n

გუნდში 2 კვირაზე მეტია ვარ. მთავარ მწვრთნელთან ერთად ფეხბურთელების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვმსჯელობთ, ვმუშაობთ ტაქტიკურ მონახაზებზე და რა თქმა უნდა კვლავ სწავლის პროცესში ვარ. ჩემი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა დამოუკიდებელ მწვრთნელად ჩამოყალიბებაა. დიდ ფეხბურთში მუშაობაზე ვოცნებობ და მომავალ წელს C ლიცენზიის აღებასაც ვაპირებ” – გვითრხრა ნინო სირაძემ. 

10686975_281428585384588_7935863916087549557_n

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დამწყებ მწვრთნელს მომავალში წარმატებები ვუსურვოთ.

საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის “დინამო” გახდა

ბათუმშ საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს პირველი ჩემპიონატი, “ერკეს ლიგა” გაიმართა.

ტურნირი ბათუმის ქვიშის მოედანზე ექვსი დღის განმავლობაში მიმიდნარეობდა და მასში მონაწილეობას რვა გუნდი იღებდა. გათამაშების გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოელებმა გონიო 8-3 დაამარცხეს.

ტურნირის გამარჯვებული საპლაჟო ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, საუკეთსო მოთამაშეებისგან კი საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება.

ბათუმში საპლაჟო ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, საპლაჟო ფეხბურთში საქართველოს პირველმა ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

“ერკეს” ლიგა ბათუმში ქვიშის მოედანზე გაიმართემა. ტურნირში საპლაჟო ფეხბურთის 8 კლუბი იღებს მონაწილეობას, ესენია: “ბათუმი”, “მომავალი”, “საქართველოს უნივერსიტეტი”, “გონიო”, “სპარტაკი”, “ხელვაჩაური”, ბათუმის “დინამო” და სოხუმის “დინამო”.

ჩემპიონატის გამარჯვებული მონაწილეობას საპლაჟო ჩემპიონთა ლიგაში მიიღებს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებისგან კი საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს პარნიორი კლუბის, “სპარტაკის” მაისურებზე ჩვენი ვებ-გვერდის მისამართია მითითებული.