“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი მცველი, დეილი ბლინდი მისი თანამემამულის, მემფის დეპაის “მანკუნიანელთა” ბანაკში გადასვლას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ინგლისურმა გრანდმა “ნარინჯისფერთა” წევრი 27,5 მილიონ ევროდ დაიმატა.
ჰოლანდიელი დეილი ბლინდი მიიჩნევს, რომ მემფისის “მანჩესტერში” გამოსვლა წარმატებული იქნება.
“მემფისი – ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მატჩში მარტო გადაწყვიტოს თამაშის ბედი. მას აქვს ბრწყინვალე დრიბლინგი, ძლიერი დარტყმა და საჯარიმოების შესრულების უნარი. დეპაი ნიჭიერი ახალგაზრდაა. დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერში” მისი გამოსვლა წარმატებული იქნება,”-განაცხადა ბლინდმა.