“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი “საპოვნელასთან”

2014 წლის 21 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საკონტროლო მატჩი ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელები უეფას ვროპალიგის 2014-2015 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის სლოვაკეთში ტრნავას “სპარტაკის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. დღევანდელმა შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის ტრიბუნებზე თავი 300-ზე მეტმა ადგილობრივმა და თერჯოლელმა ქომაგმა მოიყარა.

შეხვედრა ზესტაფონელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დიდი ანგარიშით 13-2 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური