პორტუგალიელი ნახევარმცველი ტიაგუ, რომელმაც პირველ ივლისს მადრიდის „ატლეტიკო“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მადრიდულ გუნდში დაბრუნდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიაგუ ლონდონის „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო, თუმცა სათამაშო ლიცენზიასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ტრანსფერი არ განხორციელდა.
ტიაგუს „ატლეტიკოზე“ დაბალი დონის კლუბებისგანაც ჰქონდა შემოთავაზებები და საბოლო ჯამში, პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მადრიდში დაბრუნება არჩია.