სავიოლა “რივერ პლეიტში” ბრუნდება

“ვერონას” თავდასხმელი ხავიერ სავიოლა მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს.

33 წლის არგენტინელი ფეხბურთელი “რივერ პლეიტში” დაბრუნდება. 1998 წელს სწორედ ამ კლუბში დაიწყო სავიოლამ პროფესიონალური კარიერა.

ხავიერ სავიოლამ იტალიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

სავიოლას ინგლისში თამაში სურს

ხავიერ სავიოლამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. არგენტინელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს ინგლისის რომელიმე გუნდში გადასვლა სურს.

„ოლიმპიაკოსთან“ შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა ხავიერი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ნებისმიერ კლუბთან შეუძლია მოლაპარაკებების დაწყება. მას ყოველთვის სურდა ინგლისში თამაში და კვლავ აქვს ამის სურვილი. ამ ქვეყნიდან არაერთი შემოთავაზება გვაქვს“, – განაცხადა სავიოლას აგენტმა.

32 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.