შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკომ” ყაზანის “რუბინის” ესეპანელი მცველი, სეზრ ნავასი შეიძნოს. ნავასს ყაზანელებთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ თავისუფალი აგენტის ხელში ჩაგდება ბევრს კლუბს სურს. თუმცა, ფავორიტი სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდია.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ 33 წლის მცველის გადაბირებას “ატლეტიკო” უკვე ზამთარში ეცდება, თუმცა ამ შემთხვევაში მადრიდელებს 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.