დღეს „გალათასარაი“ 25 წლის გამთამაშებლის პიეტრო არადორის ტრანსფერს დაადასტურებს, რის შესახებაც Sportando.com-ი იუწყება.
როგორც ცნობილია, გუშინ იტალიური „კანტუს“ ყოფილი კალათბურთელი სტამბულში ჩავიდა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.
ცნობისთვის, „კანტუს“ გარდა, არადორი სხვადასხვა წელს „ნადრეა კოსტა იმოლას“, „ოლიმპია მილანის“, „ვირტუს რომას“, „ანგელიკო ბიელასა“ და „სიენა მონტეპასკის“ რიგებში გამოდიოდა.