საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გამოცემა – TuttoMercatoWeb.
როგორც ირკვევა, “მილანის” ერთ-ერთი სამიზნე მომავალი სატრანსფერი ფანჯრისთვის არგენტინელი ფეხბურთელი, ერიკ ლამელაა. “როსონერის” მფლობელებმა 20 მილიონი ვერო შესთავაზეს ლონდონურ კლუბს, თუმცა “სპურსებმა” ჩინელი მილიარდელების წინადადება დაბლოკეს.
იგივე წყარო იყობინება, რომ “მილანის” ბოსები თანხის 35 მილიონ ევრომდე გაზრდას აპირებენ. საინტერესოა, რას იტყვიან ინგლისელები ფულის ამ რაოდენობაზე.