“არსენალმა” “ბარსელონადან” სინჯებზე კიდევ ერთი ტალანტი წაიყვანა

ლონდონის “არსენალმა” კატალონიის “ბარსელონადან” სინჯებზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გეორგიოს სპანოუდაკისი მიიწვია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 წლის ფეხბურთელმა “არსენალის” რიგებში პირველი მატჩი უკვე ჩაატარა, როდესაც 18-წლამდელთა გუნდი “ლინკოლნს” დაუპირისპირდა.

ბრიტანული პრესის ცნობით, “არსენალს” სპანოუდაკისის შეძენა სურს. ლონდონელთა ბანაკში დარჩენა სურს თავად მოთამაშესაც.

სპანოუდაკისი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას გერმანიის 16-წლამდელთა ნაკრებში უკვე უთამაშია.