„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ახალწვეულმა როი ჰიბერტმა ახსნა, თუ რატომ დატოვა „ინდიანა პეისერსი“.
„ინდიანა პეისერსის“ ხელმძღვანელობამ მიმანიშნა, რომ ახალი სამუშაო ადგილის ძებნაზე მეფიქრა. მითხრეს, რომ კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძივებაზე უარით თქმის შემთხვევაში, საკმარის სათამაშო დროს ვერ მივიღებდი“, – ციტირებს ჰიბერტს ESPN-ი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში „ინდიანამ“ ჰიბერტი შემდეგი დრაფტების მეორე რაუნდში არჩევანის სანაცვლოდ გაუშვა.