ჟერემი მატიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

“ბარსელონას” ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 32 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 35 წლის იქნება და ტურნირზე მოხვედრა გაუჭირდება, ამიტომ ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს. ფრანგმა მცველმა ეს გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან განიხილა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩებისთვის ჟერემი მატიე საფრანგეთის ეროვნული გუნდის განაცხადში გამოძახებული იყო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იგი ელიაკიმ მანგალათი შეცვალეს.

ჟერემი მატიე დაშავდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურში “ბარსელონასა” და “სელტას” შორის გამართულ მატჩში (0:1) კატალონიური გუნდის მცველმა ჟერემი მატიემ ტრავმა მიიღო.

მან მარჯვენა ფეხის კუნთები დაიშავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსას” 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. გადაწყვეტილი ამბავია, რომ მატიე ამსტერდამის “აიაქსისა” და “ალმერიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შესაძლოა, ფეხბურთელმა ვერც “სევილიასთან” ითამაშოს.

მატიე ვერც საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაეხმარება 14 და 18 ნოემბერს ალბანეთისა და შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში.

 

„ბარსელონას“ ახალწვეული ინტერნეტმომხმარებელთა მსხვერპლი გახდა

„ბარსელონას“ ახალწვეული ჟერემი მატიე ინტერნეტმომხმარებელთა მსხვერპლი გახდა.

ინტერნეტენციკლოპედია wikipedia-ს გვერდზე ფეხბურთელის სახელი Jeremy Mathieu შეცვალეს Jeremy „la perra sucia“ Mathieu-თი. ბრჭყალებში მოცემული ფრაზა ესპანურ ენაზე „ბინძურ ძაღლს“ აღნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს „ვალენსიას“ ქომაგებს გაეკეთებინათ. როგორც მოგეხსენებათ, მატიე „ბარსაში“ სწორედ „ღამურათა“ ბანაკიდან გადავიდა.