პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გუნდმა მცველი ელიზეუ დაიმატა. 30 წლის ფეხბურთელი მანამდე ესპანური „მალაგას“ ღირსებას იცავდა.
ელიზეუმ „ბენფიკასთან“ კონტრაქტი „2+1“ სქემით გააფორმა.
ოფიციალურად ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა სხვადასხვა წყაროების ცნობით, „არწივებმა“ პორტუგალიელი მცველის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო გაიღეს.
აღსანიშნავია, რომ „მალაგამ“ ელიზეუსთან კონტრაქტი სულ რაღაც ერთი თვის წინათ გაახანგრძლივა, თუმცა ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას მაინც დათანხმდა.