აგენტი: “პერეირა “იუვენტუსის” “ნაპოლიში” გაცვლას აპირებს”

“იუვენტუსის” ნახევარმცველის, რობერტო პერეირას აგენტის თქმით, მისი კლიენტი “იუვენტუსიდან” “ნაპოლიში” აპირებს გადასვლას.

“ნაპოლის” დირექტორისაგან (კრისტიანო ჯუნტოლი) ზარს ველოდები, რათა მილანში შეხვედრა დავგეგმოთ და ამჟამად არსებული სიტუაცია განვიხილოთ.

ამ დროისთვის რამოდენიმე პრობლემა არსებობს, რაც ძირითადად სურათების საავტორო უფლებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათ მოგვარებას.

“იუვენტუსი” და “ნაპოლი” უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. რობერტოს ძალიან მოსწონს “ნაპოლიში” გადაბარგების იდეა და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი მის სასარგებლოდ გადაწყდება.”

“იუვენტუსმა” პერეირა გამოისყიდა

რობერტო პერეირა “იუვენტუსის” სრულყოფილი მოთამაშე გახდა. ტურინულმა კლუბმა ის “უდინეზედან” საბოლოოდ გამოისყიდა და კონტრაქტი 2020 წლამდე გაუფორმა.

24 წლის არგენტინელში “იუვენტუსმა” 14 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა, შესძლოა, ტურინელებს კიდევ 1,5 მილიონის დამატება მოუწიოთ.

არგენტინელი იტალიაში 2011 წელს გადაბარგდა და სამი წლის განმავლობაში “უდინეზეს” ღირსებას იცავდა. გასული სეზონი მან “იუვეში” იჯარის წესით ჩაატარა და ახალი გუნდის შემადგენლობაში 35 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

„იუვენტუსმა“ არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ იჯარის წესით „უდინეზეს“ ნახევარმცველი რობერტო პერეირა დაიმატა.

მხარეებს შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. სეზონის ბოლოს ტურინელებს არგენტინელი ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემათ.

რობერტო პერეირას ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, თუმცა უმეტესად მარცხენა ფრთაზე ირჯება ხოლმე.

იტალიური პრესის თანახმად, აღნიშნულ იჯარაში „იუვენტუსმა“ 1,5 მილიონი ევრო გაიღო. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 14 მილიონ ევროს შეადგენს.