თურქული პრესა იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ “გალათასარაის” ფეხბურთელს, უესლი სნეიდერს ერთ-ერთი ჩინური კლუბისგან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა.
აზიური ქვეყნის სუპერლიგის გუნდი ჰოლანდიელ სპორტსმენში 25 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა სნეიდერმა სარფიანად გაყიდვასა და დიდ ფულს, “გალაში” დარჩენა ამჯობინა.
შეგახსენებთ, რომ “აიაქსისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი 2013 წელს “ინტერიდან” გადავიდა თურქულ კლუბში, სადაც ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო თურქეთის თასი.