“მილანი” და “არსენალი” ბალოტელის და კემპბელს გაცვლიან?

იტალიურ “მილანს” მარიო ბალოტელის მაღალი ხელფასის გამო, ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება სურს. Tuttosport-ის ცნობით, დიდი შანსია, “როსონერიმ” და ლონდონის “არსენალმა” ერთმანეთში ფეხბურთელები გაცვალონ. ბალოტელის “არსენალში” გადასვლის შემთხვევაში, “შავ-წითლები” ჟოელ კემპბელს და დამატებით თანხას მიიღებენ.

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, “მილანს” კოსტა რიკელი მოთამაშის გადაბირება ძალიან სურს. რაც შეეხება “არსენალს”, “მეთოფეები” თავდამსხმელს ეძებენ. თუმცა, საკითხავია, დათანხმდებიან თუ არა ისინი კემპბელის ბალოტელიში გაცვლას.