გრიზმანი: “ობლაკი მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარეა!”

მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ (“ატლეტიკო” – “ლევერკუზენი”, 0-0) თანაგუნდელზე, იან ობლაკზე ისაუბრა. მისი აზრით, სწორედ 24 წლის მეკარე არის მსოფლიოს საუკეთესო კიპერი.

“აი, რატომ ვამბობთ, რომ ის მსოფლიოში ნომერ პირველია! ობლაკი ამას ყველა თამაშში ამტკიცებს და ასე მოიქცა ახლაც. ბედნიერნი ვართ, რომ იანი ჩვენს კარს იცავს!”

“რაც შეეხება მატჩს, გვქონდა შანსები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მთავარი ისაა, რომ მეოთხედფინალში გავედით და ახლა შემდეგ შეხვედრაზე ვფიქრობთ.”

“არც ვგეგმავდით, რომ გიჟურად და აგრესიულად შეგვეტია. მშვიდად ჩავატარეთ მატჩი და შედეგით ბედნიერები ვართ,” – განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გრიზმანისთვის აღარ იბრძოლებს, ინგლისელებს ახალი სამიზნე ჰყავთ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები დანებდნენ, ისინი ანტუან გრიზმანის გადაბირებისთვის ბრძოლას შეეშვნენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული Independent ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” ფრანგი ფორვარდის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემდეგ, “წითელი ეშმაკები” კილიან მბაპესა და რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერებზე გადაერთნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” გრიზმანის ტრანსფერის საკითხი თითქმის მოგვარებული ჰქონდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 იანვარი)


კონტე “ჩელსიში” ბერარდის მიყვანას გეგმავს


იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “სასუოლოს” ახალგაზრდა ტალანტის, დომენიკო ბერარდის გადაბირებას აპირებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 22 წლის შემტევს სერია ა-ს მატჩებში შესანიშნავი შედეგი აქვს – 40 გოლი და 25 საგოლე გადაცემა 90 მატჩში – ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი “არისტოკრატთა” ინტერესი მის მიმართ.


ობამეიანგი სტარიჯს ჩაანაცვლებს?


888888888888888888

Sunday Mirror-ის ცნობებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ზაფხულში საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ხდება, იურგენ კლოპი დანიელ სტარიჯის იმედზე ყოფნას არ აპირებს და მის შემცვლელად გუნდში 70 მილიონ ევროდ შეფასებული პიერ-ემერიკ ობამეიანგის მოყვანას გეგმავს.


ზაჰამ ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღებაც მიპყრო


The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “კრისტალ პალასისთვის” 25 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ უილფრედ ზაჰას სანაცვლოდ.

წყაროს ცნობით, “არწივები” კოტ-დ’იუვარელი ვინგერის გაყიდვას, რომლის გადაბირებაც მაურისიო პოჩეტინომ ერთ-ერთ მთავარ მისიად დაისახა, მანამ არ აპირებენ, სანამ ისინი პრემიერ ლიგიდან დაქვეითების საფრთხის წინაშე იდგებიან.


გრიზმანის გადაბირებას “არსენალიც” შეეცდება


888888888888888888

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “არსენალი” მზადაა “მანჩესტერ იუნაიტედს” ანტუან გრიზმანის ტრანსფერში შეეცილოს. ამ ინფორმაციას The Mail ავრცელებს.

როგორც იცით, ფრანგი შემტევისთვის მიმდინარე ბრძოლაში ამ დროისთვის სწორედ “წითელი ეშმაკები” ლიდერობენ, მაგრამ “არსენალი”, რომელმაც შესაძლოა, გუნდის ლიდერი, ალექსის სანჩესი დაკარგოს, თანახმაა ნებისმიერი ოდენობის თანხა გადაიხადოს მის სანაცვლოდ, რაც სიტუაციას სრულიად ცვლის.


კლოპი პარედესის ტრანსფერს უმიზნებს


სულ ცოტა დარჩა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ამოწურვამდე, თუმცა მერსესაიდის “ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი აქტიურობის შეწყვეტას არ აპირებს.

The Sun-ი იტყობინება, რომ გერმანელ სპეციალისტს ძალიან სურს რომის “რომას” ახალაგაზრდა ნახევარმცველის, ლეანდრო დანიელ პარედესის შეძენა. 22 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 14 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.


“იუნაიტედი” რუნის ჩინეთში უშვებს


rooney

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, გუნდის ინგლისელი ფეხბურთელი და კაპიტანი, უეინ რუნი ჩინეთში გაუშვას, რითიც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

Sunday Mirror-ის ცნობით, უეინ რუნის გადაბირების სურვილს რამდენიმე ჩინური გუნდი გამოთქვამს. “ოლდ ტრაფორდელები” კი მას 140 მილიონ ფუნტად აფასებენ.

ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა.

ცერემონაიზე ერთ-ერთი ნომინაცია წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ჯილდო იყო. ამ წოდებისთვის სამი ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2016 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი, FIFA-ს ვერსიით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა. მან გასულ წელს მადრიდის “რეალში” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ასევე, 31 წლის მოთამაშემ პირველი სანაკრებო ტიტულიც (ევროპის ჩემპიონატი) დაისაკუთრა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ატლეტიკოს” 145 მილიონიან დუეტს დაუმიზნა

The Times-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა მიზნად “როხიბლანკოს” ვარსკვლავების, ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გადაბირება დაისახეს.

შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებმა მადრიდულ კლუბთან ახლახან გაახანგრძლივეს კონტრაქტები. ორივე მათგანის გამოსასყიდად საჭირო თანხა კი 145 მილიონ ფუნტს უტოლდება.

მიუხედავად ასტრონომიული რაოდენობის თანხისა, ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ კლუბის წარმატებისათვის ისეთი ფეხბურთელების ყოლა, როგორებიც ისინი არიან, აუცილებელია.

ანტუან გრიზმანი ფრანგებს კოტ-დ’იუვართან გასამართ მატჩში ვეღარ დაეხმარება

ანტუან გრიზმანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს კოტ-დ’იუვარის წინააღმდეგ გასმართ ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელმაც სტარტი სამშაბათს უნდა აიღოს.

“ლურჯებისა” და მადრიდული “ატლეტიკოს” ფორვარდმა ტრავმა შვედეთის ნაკრებთან, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ მატჩში მიიღო, რომელიც დიდიე დეშამის გუნდის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

მიუხედავად ანტუანის ტრავმისა, ფრანგები დამხმარის გამოძახების უფლების გამოყენებას არ აპირებენ.

“მომავალ მატჩში გრიზმანის თამაშის შანსები მარცხენა ფეხზე განვითარებულმა ჰემატომამ ნულამდე დაიყვანა. მისი ჩანაცვლება არ მოხდება.” – ვკითხულობთ ფრანგთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ანტუან გრიზმანმა ფრენკ რიბერის უპასუხა

მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერი, ანტუან გრიზმანი ფრანკ რიბერის უპასუხა, რომელმაც მასზე კრიტიკულად ისაუბრა და განაცხადა, რომ გრიზმანი ოქროს ბურთზე არ უნდა წარედგინათ.

“მე ჩემი საქმის კეთებას კვლავ გავაგრძელებ. როგორც მან თქვა, ბოლოს გამოჩნდება, თუ როგორი ფეხბურთელი ვარ მე. მაგრამ ვიცი, რომ სწორ გზას ვადგავარ.

ყველას განსხვავებული აზრი აქვს. მაგალითად, მამაჩემისთვის მე მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი ვარ. ასევე ფიქრობენ “ატლეტიკოს” გულშემატკივრებიც.”

ფრანგი ანტუან გრიზმანი კლუბის პრეზიდენტმაც დაიცვა: “რიბერის უნდა ვაპატიოთ, ის დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ცოტათი დაბერდა.”

რიბერი: “გრიზმანს მსოფლიო დონის ფეხბურთელს ჯერ ვერ ვუწოდებთ”

ბავარიელთა ფრანგმა შემტევმა, ფრენკ რიბერიმ ადამიანთა ის კატეგორია გააკრიტიკა, რომელიც ერთი კარგი წლისთვის ფეხბურთელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლის უფლებას აძლევს და აღნიშნა, რომ ანტუან გრიზმანი მსოფლიოს დონის ფეხბურთელის სტატუსს არ იმსახურებს.

“გასული სეზონი გრიზმანმა დიდებულად ჩაატარა.

მაგრამ ასეთი პერფრომანსი რეგულარულად უნდა აჩვენო, თუ გინდა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელის წოდება მოიპოვო. თუმცა, ხალხი საკმაოდ სწრაფად აწინაურებს ფეხბურთელებს და მალევე ჩუქნიან ოქროს ბურთს მხოლოდ ერთი კარგი წლისთვის. ასეთ სისტემას არ ვემხრობი.

ჩემთვის, ფეხბურთელმა 10, 12 ან თუნდაც 15 წლის მანძილზე უნდა ამტკიცოს თავისი საუკეთესოობა. გააკეთეთ ეს და შემდეგ კი ნამდვილად მოგილოცავთ.

შესაძლოა, ტრავმის გამო 9 თვე გავაცდინე, მაგრამ ბოლო 10 წლის მანძილზე თითქმის უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი. ამაშია განსხვავება.”

გრიზმანი: “ყველა ჩუმდება, როდესაც ის ლაპარაკს იწყებს”

ანტუან გრიზმანმა მის თანამემამულეზე, ჰუგო ლორისზე საუბრისას, რომელიც ამ დროისთვის “ტოტენჰემის” რიგებში ირიცხება, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაგვანდო – თურმე, ნაკრებში ყველაზე მეტად სწორედ მას უჯერებენ.

“ჰუგოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და პატრის ევრაზე გულჩათხრობილია. მაგრამ როდესაც ის ლაპარაკს იწყებს, გასახდელს მაშინვე სიჩუმე მოიცავს ხოლმე.” – განაცხადა მადრიდის “ატლეტიკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ამჟამად სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება. ლორისსა და გრიზმანს წინ ბულგარეთისა და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებებთან გასამართი მატჩები ელის.

გრიზმანმა აგენტი დაითხოვა – თავს თვითონ მოვუვლიო

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრაგნმა და ევროპის მასშტაბით საკმაოდ მომთხოვნადმა ფეხბურთელმა, ანტუან გრიზმანმა მისი აგენტი დაითხოვა. ამიერიდან, ფრანგი ფორვარდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს თავისით მიიღებს.

“ამიერიდან, აგენტის გარეშე ვიმოქმედებ.” – განუცხადა მან L’equipe-ს ჟურნალისტს.

“მაგრამ, მე ყოველთვის გავითვალისწინებ მამაჩემისა და ჩემი მენტორის, ერიკ ოლჰეტსის რჩევებს.” – განაცხადა 25 წლის ფორვარდმა, რომელსაც 59 გოლი აქვს გატანილი “ატლეტიკოს” მაისურით.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზემოთ ნახსენები ოლჰეტსი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც გრიზმანი აღმოაჩინა და “ანოეტაზე” მიიყვანა, სადაც მან 52 გოლის გატანა მოახერხა და თავი მთელ საფეხბურთო სამყაროს გააცნო.

სიმეონე: “გრიზმანს ისევე კარგად შეუძლია თამაში, როგორც მესისა და რონალდუს”

დიეგო სიმეონეს სჯერა, რომ “ატლეტიკოსა” და ანტუან გრიზმანს უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არცერთი მათგანი არ არის სათანადო ფორმაში.

“გრიზმანმა იცის, რომ მშვენიერ კლუბშია, რომელიც ყოველდღე იზრდება და პროგრესირებს და რომ მწვრთნელს ის სჭირდება,” – განუცხადა სიმეონემ ჟურნალისტებს თავისი ახალი წიგნის პრეზენტაციის შემდეგ.

ანტუანს უნდა, რომ მწვერვალზე ავიდეს და მესისა და რონალდუს დონეზე ითამაშოს.” – დაამატა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ჩოლომ “როხიბლანკოს” ახალ სტადიონზეც ისაუბრა:”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალი სეზონიდანა ახალ, დიდებულ სტადიონზე ვიასპარეზებთ. როდესაც ვნახე, დავრწმუნდი, რომ აქ დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მივიღე.”

გრიზმანი: “ატლეტიკოს” მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავტოვებ”

ანტუან გრიზმანმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მადრიდულ “ატლეტიკოს” მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ სიმეონე კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“აქ დავრჩები, თუ სიმეონე “ატლეტიკოს” “პარის სენ-ჟერმენში” ან სხვა კლუბში არ გაცვლის.” – განაცხადა მან Telefoot-თან საუბრისას.

“მანამ, სანამ ახალ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, მე მას დავურეკე. მანაც დამიდასტურა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავახანგრძლივე კონტრაქტი.

“პარის სენ-ჟერმენში” გადასვლა ამ მომენტში ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის. ესპანეთში ბედნეირი ვარ.”