კოლუმბიიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხოსე პეკერმანი იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ეროვნულ ნაკრებში ყოფნის პერიოდში თავდაჯერებულობას დაიბრუნებს.
„ფალკაოს არც ისე ადვილი პერიოდი აქვს, თუმცა ის საკუთარ თავს უვლის და უახლოესი სანაკრებო პაუზა მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მისი ძლიერი მხარეების შესახებ ვიცი. რადამელის ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი არასდროს შემეპარება. იმედია, თავდაჯერებულობის დაბრუნებაში დავეხმარებით“, – განაცხადა პეკერმანმა.