“ბარსელონასა” და პორტუგალიის ნაკრების ექს-ნახევარმცველი დეკუ თვლის, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი რონალდინიო უფრო ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ვიდრე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
“კრიშტიანუ ძალზედ ათლეტური ფეხბურთელია, მებრძოლი სული აქვს. მესი ბევრს შრომობს იმის წარმოსაჩენად, რასაც იგი “ბარსელონაში” გვიჩვენებს.
რონალდინიოს ბუნებისგან მომადლებული ნიჭი ჰქონდა. მისი მოძრაობები და გოლები თითქოს სხვა სამყაროდან იყო. რონალდინიო გაცილებით ნიჭიერი გახლდათ, ვიდრე ლეო და კრიშტიანუ არიან. როდესაც არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა მოედანზე, იგი მომენტს თავადვე ქმნიდა”, – ციტირებს დეკუს სიტყვებს Goal.com-ი.