სმოლინგი: “განმეორებით დაპირისპრებაში ფავორიტები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ანდალუსიის “სევილიამ” “მანჩესტერ იუანიტედი” მიიღო. შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს “წითელი ეშმაკი”, კრის სმოლინგი ესაუბრა.

“ვფიქრობ, განმეორებით დაპირისპრებაში ფავორიტები ვართ. მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. ხოლო, პირველ ტაიმში დავიდმა გატანილი გოლისგან გვიხსნა. თავის დაცვა გვიწევდა – ისინი აგრესიულები იყვნენ. ხოლო, მეორე ტაიმში უკვე ძალიან დაიღალნენ. ბოლო ოცი წუთი ჩვენ ვახორციელებდით მათზე პრესინგს. იმედი მაქვს, 1/4 ფინალში შვიდად გავალთ,” – ამბობს სმოლინგი.

სქოულზი: “ის “მანჩესტერის” ძირითადში არ უნდა იყოს!”

მანჩესტერულ დერბიში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “სიტისთან” 1-2 დამარცხდა. ამ შეხვედრაში “წითელი ეშმაკების” ერთ-ერთი შავი ლაქა დალი ბლინდი იყო, რომელიც დაცვის ცენტრში იდგა.

“მანჩესტერის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა ჰოლანდიელ მოთამაშეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბლინდი ძირითად თერთმეტეულში არ უნდა იყოს.

“მანჩესტერულმა დერბიმ აჩვენა, რომ ბლინდი სასტარტო თერთმეტეულში, დაცვაში არ უნდა იდგეს. თუ პირველივე წუთიდან მოუწევს შეხვედრის დაწყება, ჩემი აზრით, მისთვის საუკეთესო პოზიცია საყრდენია. ბლინდს გაუმართლა, რომ კარგი პარტნიორი ჰყავს ერიკ ბაილის სახით.”

“ბაილის მეწყვილე დაცვის ცენტრში კრის სმოლინგი უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ  მისი ფიზიკური შესაძლებლობები ზუსტად შეეფერება ინგლისის ჩემპიონატს. გარდა ამისა, კრისი ძალიან გამოცდილია, მით უმეტეს, პრემიერ ლიგაში თამაშის მხრივ. დარწმუნებული ვარ, წინა შეხვედრაში სმოლინგი რომ მდგარიყო ბლინდის მაგივრად, ბევრ მომენტში შეძლებდა დე ბრუინის განეიტრალებას,” – განაცხადა სქოულზმა.

სმოლინგმა “მანჩესტერთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, კრის სმოლინგმა ინგლისურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. მანჩესტერელების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ინგლისის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა საკუთარი მომავალი “იუნაიტედს” 2019 წლამდე დაუკავშირდა. მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლამდე იყო გათვლილი.

“მანჩესტერის” შემადგენლობაში სმოლინგმა ორჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება და 147 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახეხა.

“კონტრაქტის გახანგრძილვებით გახარებული ვარ. ასეთ დიდ კლუბში თამაში მეამაყება” – განაცხადა სმოლინგმა.

სმოლინგი:”შეუძლებელია ვან გაალი არ დააფასო!”

“ყველა ჩვენგანი ცდილობს, რომ ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილება მოახდინოს, ეს იქნება თამაშზე, ვარჯიშებზე ან თუნდაც მინდვრის გარეთ. ამ ადამიანის არ დაფასება შეუძლებელია. ახლა ის ჩვნი სამუშაოს ყველა ასპექტს აკონტროლებს – რას ვჭამთ, ან კიდევ როგორ ვისვენებთ. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით ამ ადამიანისგან.” – აცხადებს სმოლინგი skysports.com-თან.

“უეინ რუნიმ ოთხი გოლი გაიტანა ორ მატჩში, რაც მის უმაღლეს კლასზე კიდევ ერთხელ მიგვითითებს. უცბათ გეჩვენებათ, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ბურთს მაინც ბადეში ახვევს. უეინი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/