ოფიციალურად: სტევან იოვეტიჩი “სევილიაში” იჯარით ითამაშებს

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ მილანის “ინტერის” ფეხბურთელი, სტევან იოვეტიჩი სეზონის მეორე ნახევარს ანდალუსიის “სევილიაში” გაატარებს.

მონტენეგროელმა თავდამსხმელმა მილანურ კლუბში აქტიურად დაიწყო სეზონი. მას ფრანკ დე ბური შედარებით უფრო მეტ დროსაც აძლევდა. თუმცა, ამის შემდეგ იყო მცირე ჩავარდნა. საბოლოოდ კი, “ინტერის” ახალმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ იოვეტიჩს უთხრა, რომ ამ სეზონში ის გუნდს აღარ სჭირდება. როგორც ჩანს, სტევანის აზრით, ოპტიმალური ვატრიანტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში თამაშია. საინტერესოა, როგორ მოერგება ეს ფორვარდი ანდალუსიურ კლუბს.

აქვე გეტყვით, რომ იოვეტიჩმა კარიერა “პარტიზანში” დაიწყო. ამის შემდეგ იგი 5 წლის მანძილზე “ფიორენტინაში” ირჯებოდა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 27 წლის ფეხბურთელს სოწრედ იტალიურ კლუბში ჰქონდა კარიერის საუკეთესო წლები. “ფიორენტინას” დატოვების შემდეგ, იოვეტიჩი “მანჩეტსერ სიტიში” წავიდა, სადაც 2 წელი გაატარა. ბოლოს კი იყო “ინტერი”, რომელიც, როგორც ვთქვით, ცოტა ხნის წინ იჯარის წესით დატოვა.

იოვეტიჩი “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა

მილანური “ინტერის” ფორვარდი, სტევან იოვეტიჩი ესპანურ “სევილიაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ესპანური გამოცემა, As La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ტრანსფერს უკვე დათანხმდა.

თითქმის მოგვარებულია ის საკითხი, რომ “დალაქები” იოვეტიჩს არენდის წესით აიყვანენ. თუმცა, გუნდები ვერ თანხმდებიან იმაზე, უნდა იყოს თუ არა მის კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის პუნქტი.

ამასთანავე, ამ ტრანსფერს კიდევ ერთი ფაქტორი უშლის ხელს, რომელსაც ჩინური ფული ჰქვია – როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთი ჩინური კლუბი მაქსიმალურად სცდილობს იოვეტიჩი “სანჩეს პისხუანის” ნაცვლად ჩინეთში გადაბარგდეს.

იოვეტიჩი სამშობლოში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ინტერის“ თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი მონტენეგროში წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რის შესახებაც მონტენეგროს ფეხბურთის კავშირის ოფიციალური საიტი წერს.

26 წლის ფორვარდი წლის საუკეთესო მოთამაშედ ფეხბურთის ასოციაციის წევრების უმეტესობამ დაასახელა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი „მლადოსტ პოდგორიცას“ ტალანტი მარკო შჩეპანოვიჩი გახდა, ხოლო წლის მწვრთნელი – მირკო მარიჩი, რომელიც კლუბ „რუდარს“ თავკაცობს.

მიმდინარე სეზონში იოვეტიჩმა ევრო 2016-ს საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსი მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

იოვეტიჩი: “ინტერის” მიზანი სამეულში მოხვედრაა”

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა სტევან იოვეტიჩმა განაცხადა, რომ სკუდეტოს მოპოვების შანსებზე საუბარი ჯერ ადრეა.

“ველოდით, რომ სეზონს კარგად დავიწყებდით, თუმცა ალბათ, ასეთ დიდებულ სტარტზეც არ გვიფიქრია. ცხრილის სათავეში ყოფნა ძალიან კარგია და გვინდა, რომ ამ პოზიციაზე რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ.

სეზონი სულ ახლახან დაიწყო. კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ.

ჩვენი მთავარი მიზანი სამეულში მოხვედრაა. ჯერჯერობით სკუდეტოზე საუბარს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში”, – იოვეტიჩის კომენტარი “ინტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ინტერმა“ იოვეტიჩის ტრანსფერი დაადასტურა

„მანჩესტერ სიტის“ შემტევი სტევან იოვეტიჩი მილანის „ინტერში“ გადასასვლელად ემზადება. როგორც „ნერაძურის“ ოფიციალური „ტვიტერის“ გვერდმა დაწერა, ფეხბურთელი სულ მალე მილანში ჩავა, რათა სამშაბათს კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიაროს.

ამჟამად ტრანსფერის დეტალებს მხარეები არ ახმაურებენ. აქამდე არსებული ინფორმაციით, „ინტერი“ ჩერნოგორიელის იჯარით აყვანას აპირებდა, რის შემდეგაც ვალდებული იყო, მისი ტრანსფერის გამოსასყიდად 15 მილიონი ევრო გადაეხადა.

შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩი „მანჩესტერ სიტიში“ 2013 წლიდან თამაშობს.

“ინტერი” და “სიტი” იოვეტიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Sky Sport Italia-ს თანახმად, მილანის “ინტერმა” “მანჩესტერ სიტისთან” სტევან იოვეტიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, 25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით “ნერიაძურიში” ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი მილანელებს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ მისი სრულად გამოსყიდვაც შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ სტევან იოვეტიჩს იტალიის სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა.

ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

 

იოვეტიჩი “ინტერში” გადადის

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი კარიერას, სავარაუდოდ, მილანის “ინტერსი” გააგრძელებს.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ მხარეებმა ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. წყაროს თანახმად, 25 წლის ფეხბურთელი “ნერიაძურისთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩისთვის იტალიის სერია A უცხო არ არის. მონტენეგროელი ფორვარდი 2008–2013 წლებში “ფიორენტინაში” თამაშობდა.

გასულ სეზონში სტევან იოვეტიჩმა ინგლისის პერმიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.

 

“ინტერი” იოვეტიჩისადმი ინტერესი განაახლა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ინტერის” ხელმძღვანელობა “სიტიდან” სტევან იოვეტიჩის გადაბირების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს.

სტევანმა ინგლისურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ამიტომ, სიტიში მის გასხვისებაზე ფიქრობენ.

მილანური კლუბის გარდა მის მიმართ ინტერესს “იუვენტუსი” და “ლივერპული” იჩენენ.

პრემიერ ლიგის გასულ სეზონში იოვეტიჩმა მანჩსტერელთა შემადგენლობაში 17 შეხვედრაში ითამაშა და 5 გოლის გატანა შეძლო.

იოვეტიჩი “ინტერს” მიუახლოვდა

“მან.სიტის” თავდამსხმელი, სტევან იოვეტიჩი შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს.

Sky Sport Italia იუწყება, რომ “ნერაძურიმ” მიაღწია შეთანხმებას მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინახაზელთან.

სავარაუდოდ, იოვეტიჩი მომდევნო სეზონს “ჯუზეპე მეაცაზე” არენდის წესით გაატარებს და თუ იტალიელები დაკმაყოფილდებიან, მაშინ მათ ჯიბის შეთხელება 18 მილიონით მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

“ინტერს” იოვეტიჩი სურს

Football Italia-ს ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ სიტისთან” თავდამსხმელ სტევან იოვეტიჩთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა გუშინ შედგა.

25 წლის მონტენეგროელ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. თავად იოვეტიჩი იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. შეგახსენებთ, რომ ის “მანჩესტერ სიტიმდე” “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებასი სტევან იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

იოვეტიჩი “ინტერს” უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” შემტევი, სტევან იოვეტიჩი დიდი ალბათობით სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის.

gianlucadimarzio.com-ის ცნობით, დღეს, ფეხბურთელის წარმომადგენლები მილანური კლუბის მესვეურებს უნდა შეხვდნენ და შესაძლო ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრონ.

მიმდინარე სეზონში იოვეტიჩმა პრემიერლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლის გატანა შეძლო.

იოვეტიჩს “სიტიში” სურს დარჩენა

“მანჩესტერ სიტის” შემტევმა სტევან იოვეტიჩმა კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ მოთმაშის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურს, რომელიც 25 წლის ფეხბურთელში 24 მილიონ ევროს იხდის.

“რა თქმა უნდა “სიტიში” დარჩენა მსურს. კლუბის დატოვებაზე არ მიფიქრია. დასამტკიცებელი ბევრი მაქვს” – განაცხადა იოვეტიჩმა.

მიმდინარე სეზონში იოვეტიჩმა პრემიერლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.