“მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ სტევან იოვეტიჩის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი “სიტიში” გასული წლის ივლისში 22 მილიონად გადავიდა, თუმცა პრემიერლიგის სადებიუტო სეზონში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
“სტევანი ძალიან კარგად მუშაობს. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მის შესახებ საკმაოდ ბევრი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ იოვეტიჩი ჩვენთან რჩება” – განაცხადა პელეგრინიმ.