სკოტი: „გულშემატკივრებს ჩვენი კრიტიკის უფლება აქვთ“

„ჩიკაგო ბულზთან“ მარცხის შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიეკრსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა გულშემტკივართა კრიტიკა სამართლიანად მიიჩნია.

„ჩიკაგოსთან“ მატჩის ბოლოს გულშემატკივრების ჩვენ მიმართ სტვენა კარგად მესმოდა. ეს მოთამაშეებმაც კარგად გაიგონეს. გულშემატკივრებს ასეთი რეაქციის უფლება აქვთ“, – ციტირებს სკოტს ESPN.

შეგახსენებთ, რომ „ხარებთან“ ანგარიშით 91:114 მარცხი კალიფორნიელთათვის მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მერვეა.

„ლეიკერსის“ თავკაცი: „ოთხქულიანებს შემოვიღებდი“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა განაცხადა, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ოთხქულაინ ჩაგდებებს შემოიღებდა.

„ვფიქრობ, სამქულიანის ხაზი საინტერესოა. კიდევ ერთ ხაზს დავამატებდი და ოთხქულიან ჩაგდებებს შემოვიღებდი. კიდევ 3-4 ფუტით უკან დადგომისას და სროლისას ჩაგდებული ბურთს ოთხქულიანს ჩავთვლიდი“, – განაცხადა სკოტმა.

აქამდე სკოტმა მოახლოებულ სეზონში თავისი გუნდის კალათბურთელებისგან რაც შეიძლება მეტი სამქულიანის ჩაგდება მოითხოვა.

„ლეიკერსის“ თავკაცი: „მარკ გასოლი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია“

„მემფის გრიზლისთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩის წაგების შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა აღნიშნა, რომ მარკ გასოლი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.

„ჩემთვის ნათელია, რომ მარკ გასოლი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია. დღეს ამასთან ახლოსაც ვერავინ მივა“, – სკოტის ამ სიტყვებს „ტვიტერზე“ მიმომხილველი ბაკსტერ ჰოლმსი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში გასოლი სრულყოფილი თავისუფალი აგენტი გახდება და, გამორიცხული არაა, იგი სწორედ კალიფორნიულ კლუბში გადაბარგდეს.

ბაირონ სკოტი: „არ ვიცი, თუ რა არის „ტვიტერი“

თავის ბოლო ინტერვიუში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა აღიარა, რომ სოციალური ქსელების მოყვარული არ არის.

– ალბათ, თქვენ არ მოგეწონებათ ფრაზა: „მწვრთნელო, მე ტვიტერის ტრენდების ტოპში ვარ, მე უნდა ვითამაშო!“

– ეს ჩემზე გავლენას არ იქონიებს. არ ვიცი თუ რას ნიშნავს „ტვიტერი“, „ფეისბუქი“ და სხვა სოციალური ქსელები. მე ჯერ კიდევ ძველი სკოლის ადამიანი ვარ“, – განაცხადა „ლეიკერსის“ თავკაცმა რადიო 89.3-ს ეთერში.

ოფიციალურად: „ლეიკერსს“ ბაირონ სკოტი უთავკაცებს

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ თავის ოფიციალურ საიტზე ბაირონ სკოტთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება დაადასტურა.

30 აპრილს მაიკ დ’ანტონის წასვლის შემდეგ სკოტი „ლეიკერსის“ თავკაცის პოსტის დაკავების მთავარ კანდიდატად ითვლებოდა. თავის დროზე მან სამი საჩემპიონო ტიტული მოიგო, თამაშობდა მეჯიკ ჯონსონის გვერდით და წლების განმავლობაში კობი ბრაიანტთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

2000 წლიდან 2004 წლამდე სკოტი „ნიუ-ჯერსის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, რის შემდეგაც ხუთი წლის განმავლობაში „ნიუ-ორლეანს“ თავკაცობდა. 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სპეციალისტი „კლივლენდში“ მუშაობა. 13 სეზონში სკოტის მონაგარმა 416 მოგება და 521 მარცხი შეადგინა.