ტეიშეირა ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივარს ეჩხუბა (ვიდეო)

უკრაინის თასის მატჩში დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ალექს ტეიშეირამ ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივართან ურთიერთობის გარკვევა მატჩის დროს დაიწყო.

მოთამაშემ გულშემატკივარ ჯერ ბურთი ესროლა, შემდეგ კი ტრიბუნებთანაც მივიდა. “შახტარში” აცხადებენ, რომ ტრიბუნებიდან ბრაზილიელს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

მონაკო შახტარის ბრაზილიელებში 65 მილიონს იხდის

საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი მზად არის “შახტარის” ორ ფეხბურთელში 65 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფრანგული პრესის ცნობით კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. “მონაკოს” მიზანი დუგლას კოსტა და ალექს ტეიშეირა არიან.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო კლუბში დაბრუნებას არ ჩქარობდა. თუმცა, ამჯამად კოსტაც და ტეიშეირაც დონეცკელებთან ერთად ვარჯიშობენ. მიუხედავად ამისა, უკრაინის დატოვების სურვილს ბრაზილიელები არ მალავენ.